კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია ს.ს. “ნიკორა” თორმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე.
ს.ს. “ნიკორა” _ არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში.
ს.ს. „ნიკორა“ს ფოთის ფილიალი შ.პ.ს. „ნიკორა 7“_ი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გამყიდველი (ფოთი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, სენაკი)
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- პატიოსნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გაწონასწორებულობა;
- შრომისმოყვარეობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2011 წლის 15 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე –
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 95)381218 ; 8(493) 27 61 01;
ვაკანტური თანამდებობის და ქალაქის მითითება ელექტრონული ფოსტის სათაურში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- ტესტირება;
- გასაუბრება.
მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.