კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია სს "ნიკორა" თორმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე.
სს "ნიკორა" არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში.
სს "ნიკორა"- ს ფოთის ფილიალი შპს "ნიკორა 7" აცხადებს ანალიტიკოსის ვაკანსიას აჭარის რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის დარგში;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გაწონასწორებულობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2011 წლის 21 აგვისტომდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: .
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 5(95) 381218; 8(493) 276101.
ვაკანტური თანამდებობის მითითება ელექტრონული ფოსტის სათაურში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I რეზიუმეების გადარჩევა;
II ტესტირება;
III გასაუბრება.
მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.