კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია სს "ნიკორა" თორმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე.
სს "ნიკორა" არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში.
სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია - შპს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის დარგში);
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გაწონასწორებულობა;
- შრომისმოყვარეობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: 2011 წლის 10 ივლისამდე. აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წერილის სათაურში და ასევე, თქვენთვის მისაღები მინიმალური ხელფასის ოდენობა (ლარებში).
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- ტესტირება;
- გასაუბრება.