"ნეოტექი" უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და წამყვან პოზიციებს იკავებს. კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს ვიდეოსათვალთვალო, დაცვითი და სახანძრო სიგნალიზაციების, საკონფერენციო, გახმოვანების, შეზღუდული დაშვების და სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია წარმოადგენს. კომპანია უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი რამოდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დილერი და პარტნიორია და საქართველოში მათი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს.
"ნეოტექის" წარმატებას და ბაზარზე სტაბილურ, ლიდერულ პოზიციას განაპირობებს საკუთარი მაღალკვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტებისა და პარტნიორთა ტექნიკური მხარდაჭერა, რაც წარმოადგენს საფუძველს იმ საერთაშორისო დონის საინჟინრო-ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული პროექტებისა, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ მოთხოვნებთან. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში სწორედ "ნეოტექის" მიერაა განხორციელებული.
პროფესიონალიზმი და მაღალი პასუხისმგებლობა, ოპტიმალური გადაწყვეტილებების შერჩევა, ტექნიკური სპეციალისტების მუდმივი სტაჟირება და ტრეინინგი, რომლებიც კვალიფიკაციას "ნეოტექის" უცხოელ პარტნიორებთან იმაღლებენ, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციური პროდუქტები და ხარისხზე ორიენტირებული სერვისი კომპანიისა და მისი მომხმარებლების ეფექტურ და წარმატებულ თანამშრომლობას განაპირობებს.
გამოცხადების თარიღი: 2012 წლის 18 იანვარი.
ბოლო ვადა: 2012 წლის 30 იანვარი.
ძირითადი მოვალეობები:
-კომპანიის საგარეო შესყიდვების წესების და პროცედურების შესრულება. ამ საქმიანობის მართვა, კონტროლი და სისტემატიური ანალიზი;
-უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ყოველდღიური წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე, ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების დაზუსტების კუთხით;
-ინგლისურ ენაზე შედგენილი (ხელშეკრულებები) და ტექნიკური (საინსტალაციო, სამომხმარებლო ინსტრუქციები და ა.შ.) დოკუმენტების თარგმნა;
-ლოჯისტიკის და ტრანსპორტის ბიუჯეტის მომზადება და მართვა; ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
-თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ანალიტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება-დამუშავება.
მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
-უცხო ენების ცოდნა, მათ შორის ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა (წერილობითი და ზეპირი, მათ შორის ტექნიკური ტერმინოლოგიის). MS Outlook, Word, Excel and PowerPoint პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
-ბაკალავრის ხარისხი ან ექვივალენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობით);
-ანალიტიკური აზროვნება; სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
-კომუნიკაბელურობა; გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა სამუშაოს მიმართ;
-ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება: 700 (შვიდასი) ლარიდან.
გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: და დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მეშვეობით.