არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი "ნაბიჯი მომავლისკენ" ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის "C ჰეპატიტთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ამაღლება შიდა ქართლში" ფარგლებში აცხადებს შემდეგ კონკურსებს:
1. C ჰეპატიტის თემაზე მომზადებული საუკეთესო ფოტო ან მხატვრული ნამუშევრის კონკურსი.
2. C ჰეპატიტის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატიის კონკურსი.
კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს, მხატვრებს და გორში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებათა მოსწავლეებსა და სტუდენტებს.
თითოეულ კონკურსში გამარჯვებულ I, II და III ადგილის მფლობელ პირებს გადაეცემათ ფულადი პრემია და სერტიფიკატები.
I - 250 ლარის ფულადი პრემია
II -150 ლარის ფულადი პრემია
III -100 ლარის ფულადი პრემია
I ადგილზე გასული ფოტო ან მხატვრული ნამუშევრისგან დამზადდება პოსტერი, რომელიც გავრცელდება საქართველოს მასშტაბით. I ადგილზე გასული სტატიის დაბეჭდვა მოხდება ადგილობრივ გაზეთში.
გთხოვთ ნამუშევრები წარმოადგინოთ 2 ეგზემპლარად გარდა მხატვრული ნამუშევრებისა. ნამუშევრების მიღება მოხდება შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ბესიკის ქუჩა 3/6. შაბათ-კვირის გარდა, დილის 11 საათიდან 17 საათამდე. ელექტრონული ვერსიების არსებობის შემთხვევაში ელ. ფოსტის საშუალებით:
კონკურსის მონაწილეებმა აუცილებელია მიუთითონ საკუთარი ვინაობა, პროფესია და საკონტაქტო ინფორმაცია. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 25 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ქეთევან ბიძინაშვილი ტელ: 599 370255 ან ნინო მჭედლიშვილი ტელ: 593 000 330