საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს.   DMG WEST LINES  შპს.   'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ქეა  პროფკურორტი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ალგანი  ბანკი რესპუბლიკა  გუდვილი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს დიზაინ სითი 
აიელსი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ბიდისი აკადემია  Oxford House  კავკასიის უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი  One World   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   P/T/G  კავკასიის აკადემიური ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა 
   ვაკანსია:

ლოგისტიკის ასისტენტი

   კომპანია:

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ

   განთავსებულია:  20 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  26 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  acf.egb.log@gmail.com
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ლოგისტიკა/საწყობი

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" - ესპანეთი (ACF), როგორც ნაწილი საერთაშორისო ქსელისა "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ", წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო, კერძო, აპოლიტიკურ, არარელიგიურ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა 1979 წელს. მისი მოწოდებაა შიმშილის, სიღარიბის და სიცოცხლისათვის შეუთავსებელი სიტუაციების დაძლევა, რომელიც გავლენას ახდენს მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ცხოვრებაზე. ამჟამად 500 ექსპატრიატი და 5000-ზე მეტი ადგილობრივი თანამშრომელი მუშაობს ჩვენს საერთაშორისო ქსელში. "ACF" წარმოდგენილია ორმოცდაექვს ქვეყანაში პროექტებით, რომლებიც ფოკუსირებულია შემდეგ მიმართულებებზე: კვება, ჯანდაცვა, კვების უსაფრთხოება, შემოსავლები, წყალი და სანიტარია. "ACF" სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფუნქციონირებს 1994 წლიდან.

თანამდებობა: ლოგისტიკის ასისტენტი
განყოფილება: ლოგისტიკის განყოფილება
მდებარეობა: თბილისი
კონტრაქტის ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება
ხანგძლივობა: 6 კვირა

ძირითადი მოვალეობები:

- ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტების ფარგლებში მომწოდებლებთან კონტაქტების დამყარება; ფასების მოძიება
- ქვოტირებებისთვის სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადება
- შესყიდვების პროცესში მონაწილეობა
- პროექტების ბენეფიციართათვის შესყიდული საქონლის მიწოდებაში მონაწილეობა
- მიწოდების დოკუმენტაციის სრულყოფილი შევსება
- დახმარება ოფისის ზოგად ლოგისტიკურ უზრუნველყოფაში - საკონფერენციო დარბაზის მოწყობა მოთხოვნის შესაბამისად, საოფისე საჭიროებების განსაზღვრაში მონაწილეობა, სამუშაო აღჭურვილობის და კომპიუტერული ტექნიკის ხარვეზების შესწავლა და ბაზის ლოგისტიკოსის საქმის კურსში ჩაყენება
- სხვა მოვალეობების შესრულება მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

- მსგავსი საქმიანობის გამოცდილება.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
- პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა.
- გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზაციის წესების დაცვის უნარი.

პირობები:

- ძირითადი სამუშაო ადგილი: თბილისი; მგზავრობა საქართველოს რეგიონებში.
- კვირაში 5 სამუშაო დღე. ზესაათობრივი სამუშაო იშვიათად.
- საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტრაქტი.

შერჩევის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: acf.egb.log@gmail.com და მიუთითეთ "Logistics Assistant" ელექტრონული ფოსტის "subject"-ის გასწვრივ. მონაცემები გამოაგზავნეთ არა უგვიანეს 2011 წლის 26 ოქტომბრისა. ნებისმიერი განაცხადი შემოსული განსხვავებული სახით ან დაგვიანებით არ იქნება განხილული.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული ინტერვიუზე. დამატებითი ინფორმაცია ოფისში ან ტელეფონით არ გაიცემა.

შენიშვნები:

- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე პირებს, რომელთაც გააჩნიათ საქართველოში მუშაობის ლეგალური უფლება.
- სააპლიკაციო მონაცემები წარმოადგენს ფონდი "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" საკუთრებას.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige