ფონდი "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" (ACF), ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს: "1940-იან წლებში საქართველოდან დეპორტირებული ადამიანების და მათი შთამომავლების საქართველოში დაბრუნების პროცესის მხარდაჭერა".
კონკურსი მოიცავს შემდეგ სამშენებლო სამუშაოებს: ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- არის დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელი, საგადასახადო ინსპექციის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრით.
- არის ფინანსურად მდგრადი, აქვს მნიშვნელოვამი გამოცდილება და საკმარისი შესაძლებლობა იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ განახორციელოს მოთხოვნილი სამუშაო.
- ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს 50,000 ლარზე მეტი ღირებულების მსგავსი ტიპის პროექტები.
ყველა დაინტერესებულ კომპანიას ვიწვევთ ქალაქ ზუგდიდში, "ACF"-ის ოფისში, უბერის ქ. 13, სამშაბათს, 27 სექტემბერს, 15:00-დან 18:00 საათამდე, რათა მიიღოთ სრული საკონკურსო დოკუმენტაცია. აღნიშნულ თარიღამდე არანაირი დოკუმენტაცია არ გაიცემა.