საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შპს.   თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.   პროფკურორტი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ალგანი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შირნჰოფერი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  თეგეტა მოტორსი  გუდვილი  შ.პ.ს დიზაინ სითი  ქეა 
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი Oxford House  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  One World   საქართველოს უნივერსიტეტი  
P/T/G  კავკასიის უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ბიდისი აკადემია  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი  
   ვაკანსია:

ტრენერი სათემო კონსულტაციებში, პროექტის წერაში

   კომპანია:

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ

   განთავსებულია:  5 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  16 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" - ესპანეთი (ACF), როგორც ნაწილი საერთაშორისო ქსელისა "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ", წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო, კერძო, აპოლიტიკურ, არარელიგიურ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა 1979 წელს. მისი მოწოდებაა შიმშილის, სიღარიბის და სიცოცხლისათვის შეუთავსებელი სიტუაციების დაძლევა, რომელიც გავლენას ახდენს მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ცხოვრებაზე. ამჟამად 500 ექსპატრიატი და 5000-ზე მეტი ადგილობრივი თანამშრომელი მუშაობს ჩვენს საერთაშორისო ქსელში. "ACF" წარმოდგენილია ორმოცდაექვს ქვეყანაში პროექტებით, რომლებიც ფოკუსირებულია შემდეგ მიმართულებებზე: კვება, ჯანდაცვა, კვების უსაფრთხოება, შემოსავლები, წყალი და სანიტარია. "ACF" სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფუნქციონირებს 1994 წლიდან.

"ACF" ეძებს კვალიფიციურ ტრენერს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის შემდეგი ტრეინინგების ჩასატარებლად: (1) სათემო კონსულტაციები და თანამონაწილეობითი დაგეგმვა და (2) პროექტის დიზაინი და პროექტის წერა.

აღნიშნული საქმიანობები ფინანსირდება "ACF"-ის პროექტის: "ტექნიკური მხარდაჭერა ადგილობრივი და რეგიონალური განვითარებისათვის საქართველოს დევნილებით დასახლებულ რეგიონებში" მიერ, რომელიც დაფინანსებულია ევროპის კომისიის მიერ. პროექტის მიზანია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის "საქართველოს დევნილთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2009 - ნაწილი III" შესაძლებლობათა გაძლიერების უზრუნველყოფა. პროგრამა ეხმარება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებს და ფოკუსირებულია დევნილებზე, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს 4 რეგიონში: სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი.

ტრეინინგ კომპონენტი უზრუნველყოფს: (1) შერჩეული მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მოხელეთა შესაძლებლობების გაძლიერებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების საგრანტო პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის მისაღებად და (2) დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდას საჭიროებათა პრიორიტიზაციის პროცესში, რის საფუძველზეც ადგილობრივი ხელისუფლება შეიმუშავებს პროექტებს.

"ACF", სტრატეგიების დასახვის, ინფორმაციის გაცვლისა და პროექტის მიზნებისა და სპეციფიური ამოცანების მისაღწევად, კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუტებთან: MRDI, MDF, MRA, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან/სააგენტოებთან და ყველა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან.

განყოფილება: ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი.
მდებარეობა: თბილისი ან ზუგდიდი, საველე ვიზიტები შერჩეულ მუნიციპალიტეტებში.
კონტრაქტის სახე: მომსახურეობის კონტრაქტი
ხანგრძლივობა: დაახლოებით 15-20 სამუშაო დღე, რომელიც მოიცავს "ACF"-ის შეხვედრებს, ტრენერთა ტრეინინგს (ToT) და 6-დან 12 დღემდე ტრეინინგების ჩატარებას.

ამოცანები:

კონტრაქტის ფარგლებში ტრენერი ჩაატარებს ტრეინინგებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის, საქართველოს ზემოთ მოყვანილი 4 რეგიონის მუნიციპალიტეტებში (რაოდენობა ჯერ არაა განსაზღვრული).

ტრენერის ძირითადი პასუხისმგებლობებია:

-  ტრეინინგ მოდულის საბოლოო ვერსიის შემუშავებაში მონაწილეობა
-  ACF-ის შეხვედრებსა და ტრეინინგებზე დასწრება
-  ეფექტური ტრეინინგების ჩატარება ქართულ ენაზე
-  საველე ვიზიტებზე გასვლა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად და სათანადო უკუკავშირის უზრუნველყოფა (მხოლოდ სათემო კონსულტაციის ტრეინინგებზე)
-  ტრეინინგის ეფექტურობაზე ანგარიშის წარდგენა.

მოთხოვნები:

სავალდებულო:

-  გამოცდილება ტრეინინგებისა და კონსულტაციების ჩატარებაში
-  ადგილობრივ/რეგიონალურ ხელისუფლებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი და ამავდროულად უნარი იმისა, რომ ასოცირებულ იქნეს პროგრამასთან
-  ტრეინინგ კურსის მასალების შემუშავების გამოცდილება (ტრეინინგის სახელმძღვანელო, სილაბუსი და ა.შ.)
-  პრაქტიკული გამოცდილება სათემო კონსულტაციებსა და პროექტის წერაში
-  სათანადო კომპიუტერულ პროგრამებზე მუშაობის უნარი
-  ქართულ ენაზე კომუნიკაციის მაღალ დონეზე ფლობა.

სასურველი:

-  საერთაშორისო ორგანიზაციებთან/სააგენტოებთან მუშაობის გამოცდილება; სასურველია დევნილთა ან თემის განვითარების კუთხით.
-  საჯარო მოხელეთათვის ტრეინინგების ჩატარების ან მათთან მჭიდროდ თანამშრომლობის გამოცდილება
-  ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პირობები:

-  გადასახადი თანხის რაოდენობა განისაზღვრება ტრენერის მიერ შესრულებული სამუშაო დღეების რაოდენობით. "ACF"-ის დღიური განაკვეთია 50-80 ევრო - დღიური ნეტი (ხელზე გასაცემი თანხა, პერ-დიემის ჩათვლით), ტრენერის გამოცდილების, უნარების და წარსული სახელფასო განაკვეთების გათვალისწინებით.
-  შეხვედრები და ტრენერთა ტრეინინგი ჩატარდება ქ. თბილისში, სადაც ჩამოსვლისა და ცხოვრების თანხები არ ანაზღაურდება
-  ქ. თბილისში საცხოვრებელი ადგილი არ იქნება უზრუნველყოფილი
-  "ACF" უზრუნველყოფს ტრეინინგების ჩატარებასთან და საველე ვიზიტებთან  დაკავშირებულ ტრენერის ტრანსპორტირებასა და ცხოვრებას
-  ტრენერის დაზღვევაზე პასუხისმგებელია თავად ტრენერი
-  "ACF" პასუხისმგებელია ტრეინინგისათვის აუცილებელ ყველა მასალაზე.
-  მოსამზადებელ პერიოდში ტრენერი სატრეინინგო მასალებზე მუშაობს საკუთარი ტექნიკური საშუალებებით
-  ხელშეკრულების ვადა: დაახლოებით 15-20 დღე, 2011 წლის ოქტომბრის თვეში.

შერჩევის პროცესი:

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ "ACF" განიხილავს მხოლოდ იმ შესარჩევ დოკუმენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

-  CV წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 3 გვერდი);
-  წარმოდგენილია მონაცემები სამ რეკომენდატორზე
-  წარმოდგენილია ტრეინინგ კურსში "სათემო მონაწილეობა" მოკლე გეგმა (სილაბუსი). სილაბუსი ქართულ ენაზე მისაღებია, თუმცა უმჯობესია ინგლისურად წარმოდგენილი. სილაბუსი წარმოაჩენს კანდიდატის უნარებსა და გამოცდილებას და ასევე ღირებული იქნება "ACF"-ის ტრეინინგ კომპონენტისათვის.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები მისამართზე: coordprog1-sc-eg@acf-e.org და მიუთითეთ "Trainer" ელექტრონული ფოსტის "subject"-ის გასწვრივ. მონაცემები გამოაგზავნეთ არა უგვიანეს 2011 წლის 16 სექტემბრისა. ნებისმიერი განაცხადი შემოსული განსხვავებული სახით, დაგვიანებით ან სილაბუსის გარეშე, არ იქნება განხილული.

გთხოვთ, არ გამოაგზავნოთ სარეკომენდაციო წერილები. შესაძლოა რეკომენდაციები მოგეთხოვოთ ინტერვიუზე წარმოსადგენად. "ACF" იტოვებს უფლებას, მოითხოვოს ინფორმაცია დამატებით რეკომენდატორებზე.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული ინტერვიუზე.

შენიშვნა: სააპლიკაციო მონაცემები წარმოადგენს "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" საკუთრებას.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige