იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო აცხადებს კონკურსს უმცროსი პროგრამისტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პროგრამისტის ძირითადი მოვალეობები:
-მონაწილეობა მიიღოს სისტემის საინტეგრაციო პროექტების ყველა ფაზაში - დიზაინი/დანერგვა/ტესტირება;
-არსებული სისტემების მიმდინარე მხარდაჭერა;
-ახალი პროგრამული უზრუნველყოფის/ვებ საიტების/ვებ სერვისების შექმნა.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
-ობიექტ-ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის გამოცდილება;
-Microsoft .NET-თან მუშაობის გამოცდილება;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
-ინგლისური ენის ცოდნა.
უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგი გამოცდილების მქონე კანდიდატებს:
-რელაციურ მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
-ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ საკუთარი CV მისამართზე: 2012 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.