საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო აცხადებს კონკურსს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის (CERT) სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.
ფუნქცია-მოვალეობები: სისტემის შემოწმება სისუსტეებზე.
მოთხოვნები:
-საერთო ვებ საიტების უსაფრთხოების საკითხების მოძიების გამოცდილება (XSS, SQL injection, ინფორმაციის გაჟონვა, და ა.შ.)
-ან დაბალი დონის პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების ტესტირების უნარი, რომელშიც, ასევე, შედის მახსოვრობის უსაფრთხოების ანალიზი.
სასურველია:
-კრიპტოგრაფიის საკითხების ცოდნა
-ოპერაციული სისტემების არქიტექტურის დონეზე ცოდნა, აგრეთვე, მათში რეალიზებული უსაფრთხოების მექანიზმების ცოდნა.
-ასემბლერის ცოდნა, პროგრამების დიზასემბლირება და მათი შემდგომი ანალიზი, ორობითი კოდის ანალიზი.
-ქსელის ტრაფიკის ანალიზის გამოცდილება (Wireshark, Tcpdump)
-IDA Pro, OllyDbg ან მსგავს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მოთხოვნები:
-უსაფრთხოების კვლევის დიდი ინტერესი
-გუნდური მუშაობის უნარი, რომელიც, ასევე, გულისხმობს საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას
-გამოცდილების გაზიარების სურვილი
-ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე:2011 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.