საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. მონაცემთა გაცვლის სააგენტო აცხადებს კონკურსს თარჯიმან-ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
ძირითადი მოვალეობები:
- ზეპირი და წერილობითი თარგმანის უზრუნველყოფა ინგლისური ენიდან ქართულად და პირიქით;
- ქართული და ინგლისური დოკუმენტაციის კორექტირება;
- შემოსული ზარების პასუხი და გადამისამართება;
- შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ადრესატისთვის გადაგზავნა;
- ორგანიზაციის დოკუმენტების ფაილინგი;
- სხდომის ოქმების შედგენა;
- შეხვედრების ორგანიზება;
- სხვადასხვა ღონისძიებებისთვის საჭირო მასალების მომზადება და გამრავალება;
- ორგანიზაციის სხვა საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე: . განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 23 სექტემბერი. გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.