იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო მონაცემთა გაცვლის ერთიანი სამთავრობო ინფრატრუქტურისა და ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის პროექტებისათვის აცხადებს კონკურს ბიზნეს პროცესებისა და ინფორმაციული სისტემების ანალიტიკოსის თანაშემწის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
ბიზნეს პროცესებისა და ინფორმაციული სისტემების ანალიტიკოსის თანაშემწის ძირითადი მოვალეობებია:
- მონაცემთა გაცვლის სისტემაში პარტნიორი ორგანიზაციების დარეგისტრირება;
- რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
- მონაცემთა გაცვლის სისტემაში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება, ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;
- მონაცემთა გაცვლის სისტემაში ჩართულ პარტნიორი ორგანიზაციებისგან ელექტრონული სერვისების ტექნიკური დოკუმენტაციის შეგროვება;
- მესამე მხარისათვის მონაცემთა გაცვლის სისტემის ელექტრონული სერვისების ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდება;
- მონაცემთა გაცვლის სისტემაში ჩართული სუბიექტების მხარდაჭერა;
- ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის სუბიექტებთან კონტაქტის დამყარება;
- რეესტრის სუბიექტებისათვის კონსულტაციების გაწევა, მათგან ინფორმაციის გამოთხოვა/შეგროვება, ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;
- რეესტრის სუბიექტების მხარდაჭერა.
- რეესტრთა რეესტრის სისტემის ადმინისტრირება;
- რეესტრთა რეესტრის პროექტის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ტექნუკური დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება
- საქმიანი ურთიერთობების სწრაფად დამყარების უნარი;
- კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
- კვლევისა და ანალიზის გამოცდილება;
- პუნქტუალურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგი გამოცდილების მქონე კანდიდატებს: IT პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ საკუთარი CV მისამართზე:
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 28 ივნისი. გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.