სს მობაილ ფაინენს სერვის - ჯორჯია (“MFSG”) არის მობილური ფინანსური მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ქმნის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე, ტექნოლოგიურად დახვეწილ მობილური ფინანსების პლატფორმას საქართველოსა და რეგიონში. კომპანია დაფუძნებულია ქართული და ბრიტანული ინვესტიციით და პროექტის მხარდამჭერია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი.
MFSG-ს მობილური საფულე იმუშავებს ყველა ძირითადი მობილური ოპერატორის ქსელსა და ყველა მოდელის მობილურ ტელეფონზე. MFSG-ის მრავალვალუტიანი, მრავალენოვანი მობილური საფულე საშუალებას მისცემს მოხმარებლებს უსაფრთხოდ განახორციელონ მომენტალური ტრანზაქციები, როგორიცაა ფულადი გზავნილები, გადახდები სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, კომუნალური გადახდები, სალაპარაკო დროის შევსება და ტრანზაქციები ფინანსურ ინსტიტუტებთან. პარტნიორი ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით, MFSG შესთავაზებს მომხმარებლებს დამატებით ფინანსურ პროდუქტებს.
MFSG აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფების ხელმძღვანელის თანამდებობაზე თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში:
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების ჯგუფის მართვა და მხარდაჭერა, ჯგუფის წევრების ქმედებებზე დაკვირვება;
- ჯგუფის წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- გაყიდვების პროცესის შესახებ რეგულარული ანალიზისა და ანგარიშების მომზადება;
- წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
- გაყიდვებისა და ქსელის მენეჯერის მიერ დასახული გეგმის შესრულბა.
მოთხოვნილი უნარები და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მარკეტინგის დარგში);
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ცალკეული ჯგუფების მართვის კუთხით;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- მათემატიკური უნარები;
- სასურველია ყავდეს საკუთარი ავტომანქანა.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და შრომით ბაზარზე არსებული კარგი პრაქტიკის მიხედვით.
საბუთების წარდგენის პროცედურა:
გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და მოკლე ელექტრონული წერილი (სადაც მითითებული იქნება თქვენი წინა გამოცდილება, რომელიც შეესაბამება ამ პოზიციას და ასევე, რატომ დაინტერესდით ამ პოზიციით) . ასევე მიუთითეთ პოზიციის დასახელება „გაყიდვების ჯგუფების ხელმძღვანელი“ წერილის სათაურად (subject line-ში).
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2011 წელი 25 ოქტომბერი, 18:00 საათი. კომპანია მიესალმება განაცხადების ვადაზე ადრე წარმოდგენას.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება ტესტირებისა და გასაუბრებისთვის. შესაძლოა მოთხოვნილ იქნას რეკომენდაციები.
MFSG მკაცრად იცავს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას.