საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს.   ალგანი  DMG WEST LINES  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  გუდვილი  პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
შ.პ.ს დიზაინ სითი  ქეა  შირნჰოფერი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შპს.   ბანკი რესპუბლიკა 
საგანმანათლებლო ცენტრი   სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  One World  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  Oxford House  საქართველოს უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კავკასიის უნივერსიტეტი  აიელსი  P/T/G 
   ვაკანსია:

ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინერი

   კომპანია:

მიქსორი

   განთავსებულია:  5 ივლ. 2011
   ბოლო ვადა:  14 ივლ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  nshermadini@mixori.com
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სამშენებლო კომპანია "მიქსორი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინრის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

- აკონტროლოს სტრუქტურული ქვეგანყოფილებების უსაფრთხო მუშაობა, ჩაატაროს პროფილაქტიკური სამუშაოები საწარმოო და პროფესიული ტრავმისა თუ დაავადებების წინააღმდეგ, შეაფასოს სამუშაო ადგილზე რისკ ფაქტორები;
- სამუშაო ადგილზე ჩაატაროს ტრეინინგები უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის დარგში და ორგანიზაციაში დადგენილი წესით დაარეგისტრიროს შესაბამისი შედეგები;
- ჩამოაყალიბოს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა და უსაფრთხოების ოფიცრებს დაეხმაროს მის დანერგვაში, უხელმძღვანელოს სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილი შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას. მონაწილეობა მიიღოს კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებაში კომპეტენციის ფარგლებში;
- შეადგინოს სავარაუდო ბიუჯეტი კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე სათანადო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და გააკონტროლოს შრომის უსაფრთხოების დაცვისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ხარჯვა;
- სამშენებლო ობიექტზე მომუშავეებს გააცნოს დამკვეთის მოთხოვნები უსაფრთხოების დაცვის მეთოდებთან დაკავშირებით და ჩაატაროს შესაბამისი სწავლება პერიოდულად;
- შეამოწმოს შენობის, მანქანა-დანადგარებისა და აღჭურვილობების უსაფრთხოება და მოამზადოს შესაბამი ანგარიში პერიოდულად;
- უხელმძღვანელოს დაქირავებული და ახლადმიღებული მუშა ხელის ინფორმირებას უსაფრთხოების წესებისა და მეთოდების შესახებ სხვადასხვა საშუალებებით; ორგანიზება გაუკეთოს შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შედგენა-შეგროვებასა და შენახვას, ყოველკვირეული და ყოველთვიური ოქმების წარმოებას, დროულ აღრიცხვას, ანგარიშის შედგენას და წარადგინოს ხელმძღვანელობის წინაშე;
- ხელმძღვანელობის წინაშე ანგარიშის წარდგენა ავარიული და გაუთვალისწინებელი შემთხვევების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები, შრომის უსაფრთხოების მეთოდური დოკუმენტაცია.
- საწარმოს აღჭურვილობა და მათი მუშაობის პრინციპი, მათი ტექნიკური უსაფრთხოების გაკონტროლების წესები და საშუალებები;
- სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების სწავლების მეთოდები;
- უბედური შემთხვევების გამოკვლევის წესები და თანმიმდევრობა;
- შრომის უსაფრთხოების ინფორმირებისა და პროპაგანდის ფორმების და მეთოდები;
- შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ანგარიშის წარდგენა;

დამატებითი მოთხოვნები:

- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- კომუნიკაბელურობა
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა
- სადაო პროცესების განხილვისა და მასში მონაწილეობის მიღების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- კონფიდენციალობის დაცვის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემები უნდა წარმოადგინონ მისამართზე: nshermadini@mixori.com

- CV ფოტოსურათით
- დიპლომისა და სერტიფიკატების ასლები

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ განიხილება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige