სამშენებლო კომპანია "მიქსორი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
-ხელშეკრულებების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა
-ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და თანამშრომელთა საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა
-კომპანიის პარტნიორ, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა
-შესაბამისი რეაგირება ორგანიზაციის იმ სამართლებრივი აქტების გაუქმებასა
და შეცვლაზე, რომელიც გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით
-რეგულარულად და დროულად მიმოიხილოს კანონმდებლობაში ცვლილებები და
უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის დროულად მიწოდება თანამშრომლებისათვის
-მოამზადოს სამართლებრივი დასკვნები მოქმედი კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე
-სასამართლოში, საარბიტრაჟო პალატაში, ასევე, სახელმწიფო და
საზოგადოებრივ ორგანიზაციებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას
ორგანიზაციის ინტერესების დაცვა.
დამატებითი მოთხოვნები:
-კომუნიკაბელურობა
-დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები
-პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა
-სადაო პროცესების განხილვისა და მასში მონაწილეობის მიღების უნარი
-გუნდური მუშაობის უნარი
-კონფიდენციალობის დაცვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემები მისამართზე: nshermadini@mixori.com
1. CV ფოტოსურათით
2. სამოტივაციო წერილი
3. დიპლომისა და სერტიფიკატების ასლები
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ
პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი
მონაცემები არ განიხილება.