შ.პ.ს მიქსორი აცხადებს ხარისხის კონტროლის მენეჯერის ვაკანსიას, რომლის ძირითადი ფუნქციაა მუდმივი კონტროლის განხორციელება ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხზე. უხარისხო პროდუქციის მიზეზების გამოვლენა და ანალიზი, მათი პრევენცია და მაკორექტირებელი ღონისძიებების დასახვა.
ძირითადი მოვალეობები:
-სამუშაო პროცესების უშუალო კონტროლი და თვალყურის დევნება; შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
-პერსონალის კვალიფიკაციის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
-ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და მისი გაუარესების რისკის აღმოფხვრის ღონისძიებების შემუშავება;
-ტექნოლოგიური პროცესის ხარისხის პარამეტრების კონტროლი;
-არსებულ სპეციფიკაციებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოების ყველა ეტაპზე;
-პროცესების კვლევა და მუდმივი გაუმჯობესება;
-დეფექტური პროდუქციის წარმოების მიზეზების კვლევა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და გამოვლენილი მიზეზების აღმოფხვრა;
-ახალი პროდუქტის ან ტექნოლოგიის განვითარებაში რეკომენდაციების მომზადება;
-გამოსაკვლევი ნიმუშის ტესტირებისათვის შესაბამისი პროცედურის შემუშავება;
-მონაწილეობის მიღება წარმოების დანაკარგების შემცირებისათვის ახალი ნორმებისა და პროცედურების შემუშავებაში;
-სპეციალისტებთან და კონსულტანტებთან ურთიერთობა ინფორმაციის მოძიებისა და პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (საინჟინრო-სამშენებლო)
წარმოებისთვის აუცილებელი ნორმატიული და მეთოდური მასალების ცოდნა;
-სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე;
-მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
-რუსული და ინგლისური ენის აუცილებელი ცოდნა;
-ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე -ზე. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად (subject line-ში).წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2012 წლის 31 იანვარი.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შერჩევის შემდგომ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.