შპს "მიქსორი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის/დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობებია:
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და ინფორმაციის მიწოდება;
- დირექტორის დავალებით საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპანიის კლიენტებთან და მომწოდებლებთან;
- თარგმანის უზრუნველყოფა ინგლისურიდან ქართულ და რუსულ ენებზე და პირიქით, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით;
- სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება.
- შეხვედრების ორგანიზება;
- უცხოელი სტუმრების დახვედრის ორგანიზება;
- სასტუმროს, ავია-ბილეთების დაჯავშნა;
- უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობა და პროდუქციის შესყიდვა.
- ტრანსპორტის ორგანიზებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;
- მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსურ მენეჯერთან და ლოჯისტიკთან.
- ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) თავისუფლად ფლობა სავალდებულოა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Office;
- წლოვანება: 22-დან 35 წლამდე.
დამატებითი მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემები მისამართზე:
- CV ფოტოსურათით
- სამოტივაციო წერილი
- დიპლომისა და სერტიფიკატების ასლები
აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ განიხილება.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 17 ივლისი, 2011 წ.