კომპანია მისტერ მასტერი აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება
-კომპიუტერული უნარ-ჩვევები მაღალ დონეზე განვითარებული
-კომუნიკაბელური
-აქტიური
-ასაკი 25-დან 45-მდე
მოვალეობები:
-მომწოდებლების მოძიება-ხელშეკრულების დადება
-არსებული გაყიდვების ანალიზი- კრიტიკული რაოდენობების და მასალების განსაზღვრა
-ტოპ 30 პროდუქტზე ბაზარზე საუკეთესო ფასების შეთავაზება
-ტექნიკური ბრიადებისათვის დროულად განხლებული პრაის ლისტების მიწოდება
-მასალების გეგმიაური შესყიდვები
-მასალების ყოველდღიური გადაცემა ბრიგადებზე
-კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მომწოდებლის მოძიება, მასალის შეძენა
-ძირითადი საწყობის წელიწადში 2 ჯერ ინვენტარიზაცია
-ბრიგადების საწყობების წელიწადში 4 ჯერ ინვენტარიზაცია
-სამუშაო იარაღების ბიგადებზე გადანაწილება, წელიწადში 4 ჯერ ინვენტარიზაცია
-ყოველთვიური რეპორტინგი
-ქოლლ ცენტრის ტექნიკური მხარდაჭერა ტექნიკური დირექტორის არ ყოფნის შენთხვევაში
-საყობისა და ოფისი გახსნა დაკეტვა
მომწოდებლების მოძება-ხელშეკრულების დადება.
სანტექნიკა-ელექროობა-კონდინციონერები-საკეტები-გაზი-და სხვა თითოეულ ქვეპუნქტში მინიმუმ ორი ძრითადი მომწოდებლის ყოლა,(ხარისხიანი-ნაკლებად ხარისხიანი) რომლებთანაც იქნება გაფორმებული ხელშეკრულება, 20-40% ფასდაკლებაზე, 1 თვიან საკონსიგნაციო ვადაზე, მინიმუმ 1 თვიან საგარანტიო ვადაზე, მომწოდებელი სავალდებულოდ უნდა იყოს დღგ-ს გადამხდელი.
არსებული გაყიდვების ანალიზი-კრიტიკული მასალების და რაოდენობების განსაზღვრა.
არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე ყოველთვიურად უნდა ხდებოდეს საჭირო მასალების ანალიზი და ყოველთვიურად საკმარისი რაოდენობების განსაზღვრა, საიდანაც გამომდინარე საწყობის მენჯერი უნდა გეგმავდეს მინიმუნ 1 თვით ადრე საჭირო/საკმარისი მასალების ბიუჯეტს.
ტოპ 30 პროდუქტზე ბაზარზე საუკეთესო ფასების შეთავაზება.
საწყობის მენეჯერის მიერ ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა ხდებოდეს ყველაზე გაყიდვადი 30 დასახელების პროდუქტის განსაზღვრა და აღნიშნულ პროდუქტებზე მისტერ მასტერი მომხმარებელს უნდა სთავაზობდეს ბაზარზე საუკეთსო ფასს.
ტექნიკური ბრიგადებისათვის პრაის ლისტის მიწოდება.
მინიმუმ თვეში ორჯერ საწყობის მენეჯერის მიერ უნდა ხდებოდეს სამუშაო პრაის ლისტების გნახლება და მათი ქოლლ ცენტრისათვის და სამუსაო ბრიგადებისათვის მიწოდება.
მასალების გეგმიური შესყიდვები.
საწყობში სავალდებულოდ საჭირო მასალების საკმარისი რაოდენობების ყოველთვიურად (მაქსიმუმ თვეში ორჯერ) შეძენა.
მასალების ყოველდღიური გადაცემა ბრიგადებზე.
ტექნიკური ბრიგადის მიერ საწყობიდან მასალის აღება არ უნდა მოხდეს საწყობის მენეჯერის მიერ. შესაბამისად კატეგორიულად აკრძალულია ტექნიკური ბრიგადასათვის საწყობში შესვლა და თვითნებურად მასალების აღება, ბრიგადაზე გამოწერილი მასალა იმავდროულად უნდა გადაეწეროს შესაბამის ჯგუფს.
კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მასალების შეძენა.
სიტუაციიდან გამომდინარე შეკვეთის შესრულების პროცესში შესძლებელია გახდეს საჭიო სპეციფიური მასალის შეძენა რომელიც არ იმყოფება კომპანიის საწყობში, აღნიშნულ სიტუაციაში საწყობის მენეჯერს ევალება მასალის მოძიება ფასზე მოლაპარაკება, მასალაზე ფასის დადება და ტექნიკური ჯგუფისათვის გადაცემა.
ძირითადი საწყობის წელიწადში ორჯერ ინვენტარიზაცია.
საწყობის მენეჯრმა უნდა მოახდინოს ყოველი წლის ივნისსა და დეკემბერში ძირითადი საწყობის ინვენტარიზაცია, კომპანიის ბუღალტრის თანხლებით. რეპორტი დაკარგულ დაზიანებულ მასალებზე.
ბრიგადების საწყობების წელიწადში 4 ჯერ ინვენტარიზაცია.
საწყობის მენეჯერის მიერ უნდა ხდებოდეს ყოველი წლის მარტი-ივნისი-სექტემბერი-დეკემბერში ტექნიკური საწყობების ინვენტარიზაცია.რეპორტი დაკარგულ დაზიანებულ მასალებზე.
სამუშაო იარაღების ბრიგადებზე გადანაწილება 4 ჯერ ინვენტარიზაცია.
საწყობის მენეჯერის მიერ უნდა ხდებოდეს ყოველი წლის მარტი-ივნისი-სექტემბერი-დეკემბერში ტექნიკურ ჯგუფებზე მინარებული იარაღების ინვენტარიზაცია, აგრეთვე საწყობის მენეჯერს ევალება ტექნიკური დირექტორისგან მიღებული მითითების მერე იარაღების ფაქტობრივი გადაწერა და გადანაწილება კონკრეტულ სამუშაო ბრიგადებზე. რეპორტი დაკარგულ დაზიანებულ მასალებზე.
ყოველთვიური რეპორტინგი
რეპორტი მასალების ქვეპუნქტებად რეალიზების შესახებ(რაოდენობა და ფასი), რეპორტი ტოპ 30 გაყიდვად მასალაზე უაციურ(დასახელება, კლასი, რაოდენობა, შეკვეთა, ჩვენი ფასი, საბაზრო ფასი), მომავალი თვის ბიუჯეტი შესყიდვებზე.
ქოლლ ცენტრის ტექნიკური მხარდაჭერა
საწყობის მენეჯრი ვალდებულია ტენიკური დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში, ქოლლ ცენტრს გაუწიოს ტექნიკური დახმარება კლიენტებთან რომლებიც საჭიროებენ უფრო ღრმა სიტუაციურ ანალიზს.
საწყობისა და ოფისი გახსნა დაკეტვა.
საწყობის მენეჯერის მოვალეობებში შედის ყოველდღიურად ოფისის თანამშრომლებისათვის გახსნა და სამუშაო დღის ბოლოს მისი დახურვა. მხოლოდ საყობის მენეჯერის საკუთრებაში იმყოფება საწყობის გასაღებები.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 30 იანვრის ჩათვლით