მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკროკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ოქროსა და ძვირფასი ქვების შემფასებლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
-ოქროს და ძვირფასი ქვების შეფასება, მათზე კრედიტების გაცემა, აღწერა, გადახდების მიღება;
-ფულადი გზავნილების, სავალუტო/გაცვლითი ოპერაციების, სალარო ოპერაციების წარმოება;
-სალომბარდო პროდუქტებზე სრულყოფილი და კვალიფიცირებული მომსახურეობა, ასევე ინფორმაცის გაცემა მოთხოვნის შემთხვევაში;
-ფილიალის საბუთების მოწესრიგება, ყოველდღიური გატარებების სისწორის კონტროლი, მათზე სრული პასუხისმგებლობა და ანგარიშის წარმოება;
-აქტიური მონაწილეობა ახალი კლიენტების მოზიდვაში, ძველი კლიენტებისადმი მაქსიმალური ყურადღება;
-ყოველთვიური ანგარიში წარმოება განხორციელებულ ოპერაციებზე.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-განათლება: უმაღლესი - სასურველია ფინანსები, საბანკო საქმე, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება.
-სავალდებულოა ძვირფასი ლითონების/ძვირფასი ქვების შეფასების/ნაღდ ფულთან მუშაობის შესაბამისი სერთიფიკატი.
-სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი, მსგავს პოზიციაზე; ლომბარდში/ბანკში, ან სხვა პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, ოპერატორად, მოლარედ, მომსახურების/გაყიდვების და/ან საკრედიტო მიმართულებით.
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook);
-რუსული ენის კარგი ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
-უპირატესობა ენიჭებათ 25-დან 49 წლამდე დაოჯახებულ მანდილოსნებსა და მამაკაცებს (სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიზნით, თბილისში საკუთარი ბინის ქონა, სალაროში წარმატებული/უშენიშვნო მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვანი ფაქტორია), რომელთაც შეუძლიათ მოწესრიგებული მუშაობა დოკუმენტებთან, ძვირფას ლითონებსა და საიუველირო ნაწარმთან.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
-დაძაბული სიტუაციების განმუხტვის უნარი
-ადაპტირების და ათვისების სწრაფი უნარი
-ოპერატიულობა/მოქნილობა;
-დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
-მოტივაცია/ინიციატივა.
-მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
-გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
-გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
-ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
-სტრესულ, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
-გამოხატული ყურადღება დეტალები მიმართ;
-ორგანიზებულობა, აქტიურობა, ინიციატივა, კრეატულობა, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, პედანტურობა.
სამუშაო პირობები:
-ოფიციალურად გაფორმებული სტაბილური სამუშაო, შრომითი კოდექსის სრული დაცვით;
-ლომბარდის ქსელის წარმატებისთვის აუცილებელი ტექ-მატერიალური ბაზით უზრუნველყოფა;
-სიგნალიზაციითა და უსაფრთხოებით უზრუნველყოფა;
-ხელფასი: 400-750 ლარი;
-დამატებითი ტრენინგები;
-პირობები მიახლოებულია ბანკში მუშაობის სტანდარტებთან;
-სამუშაო გრაფიკი: 10.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე; ხუთი სამუშაო დღე (შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მუშაობა).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ მისამართზე: 2012 წლის 29 თებერვლამდე. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.