კომპანია სს "მიკროკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ფულადი გზავნილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
-გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელება;
-ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა და ანალიზი;
-გაყიდვების პროგნოზირება და გაზრდა;
-პოტენციური კლიენტების (აგენტების) მოძიება და მათთან ურთიერთობების დამყარება;
-კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე თვალყურის დევნება;
-ბაზრის კვლევა, მომსახურების ფორმების დახვეწა და ახლის დანერგვა.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკა/ბიზნესი/ფინანსები;
-ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
-მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ფულადი გადარიცხვების კომპანიაში
-ასაკი: 22-დან 42 წლამდე.
საჭირო უნარ-ჩვევები:
-პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი;
-მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
-როგორც ინდივიდუალური, ასევე, გუნდურად მუშაობის უნარი;
-კომუნიკაციის უნარი, დამაჯერებლობა;
-ანალიტიკური აზროვნება;
-კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
-პასუხისმგებლობა და პუნქტუალობა;
-აქტიურობა და არაკონფლიქტურობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.
ხელფასი: 500 ლარი (დარიცხული) + ბონუსი (გაფორმებული ხელშეკრულებიდან მიღებული მოგების მიხედვით).
დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნეთ ელ.მისამართზე: 2012 წლის 29 თებერვლამდე.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: