კომპანია ს.ს მიკროკრედიტი აცხადებს ფულადი გზავნილების გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
-გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელება
-ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა და ანალიზი
-გაყიდვების პროგნოზირება და გაზრდა
-პოტენციური კლიენტების (აგენტების) მოძიება და მათთან ურთიერთობების დამყარება
-კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე თვალყურის დევნება
-ბაზრის კვლევა, მომსახურების ფორმების დახვეწა და ახლის დანერგვა
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება სასურველია ეკონომიკა/ბიზნესი/ფინანსები
-ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა
-მინ 2წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ფულადი გადარიცხვების კომპანიაში
-ასაკი: 22-დან 42 წლამდე.
საჭირო უნარ-ჩვევები:
-პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი
-მოლაპარაკებების წარმოების უნარი
-როგორც ინდივიდუალური, ასევე, გუნდურად მუშაობის უნარი
-კომუნიკაციის უნარი, დამაჯერებლობა
-ანალიტიკური აზროვნება
-კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
-პასუხისმგებლობა და პუნქტუალობა
-აქტიურობა და არაკონფლიქტურობა
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.
ხელფასი: 500 ლარი (დარიცხული) + ბონუსი (გაფორმებული ხელშეკრულებიდან მიღებული მოგების მიხედვით).
დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნეთ ელ.მისამართზე: , თქვენი რეზუმეები მიიღება 29 თებერვლამდე.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: