შპს "მთაწმინდის პარკი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო თამაშების ტექნიკური სუპერვაიზერის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- ერკვეოდეს ოპერაციულ სისტემებში,
- შეეძლოს ოპერაციული სისტემების დარღვევების აღმოფხვრა,
- გააჩნდეს სპეცპროგრამების სწრაფი ათვისების უნარი,
- შეეძლოს კომპიუტერული ტექნოლოგიების ფიზიკური დაზიანებების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა,
- ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს ელექტრონიკაში და მიკროელექტრონიკაში,
- უნდა გააჩნდეს მიკროსქემებთან მუშაობის გამოცდილება, მათი დაზიანების პოვნა და აღმოფხვრა,
- უნდა გამართოს, აამუშაოს და უზრუნველყოს ვიდეო სათამაშო აპარატების შეუფერხებელი მუშაობა.
ხელფასი: 650 ლარი net + ბონუსი მოგებიდან.
გრაფიკი: 6 დღე კვირაში - ობიექტის გახსნიდან დახურვამდე.
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:
იმ პირებს, ვინც ერთხელ უკვე გამოგზავნა განაცხადი ამ ვაკანსიაზე, ვთხოვთ, რეზიუმეს ხელმეორედ გამოგზავნისგან თავი შეიკავონ.