კომპანია "მზიური ველი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი.
განაკვეთი: სრული.
ხელფასი: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და უნარებზე).
ძირითადი მოვალეობები:
-საბუღალტრო პროგრამა "Oris"-ში მუშაობის გამოცდილება;
-ძირითადი საშუალების აღრიცხვა, ამორტიზაციის დარიცხვა;
-წარმოებაში მასალების, სასაქონლო მარაგების ნაშთების და მოძრაობის აღრიცხვა;
-სალარო ოპერაციების წარმოება;
-დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
-ხელფასის, შვებულების, ბიულეტენის დარიცხვა და ბუღალტრული გატარება;
-ზედდებულების წარმოება, ანგარიშგების შედგენა;
-საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
-სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება და ნაშთის კონტროლი;
-ძირითადი საშუალებების აღრიცხვის კონტროლი;
-სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული).
მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება ფინანსების, მათემატიკის ან ეკონომიკური განხრით;
-მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
-საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
-საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
-სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-ანალიტიკური აზროვნება;
-მოტივაცია;
-პუნქტუალურობა;
-კომუნიკაბელურობა;
-ორგანიზებულობა.
პატივცემულო კანდიდატებო, გთხოვთ, რეზიუმეში დაწვრილებით მიუთითოთ სამუშაო გამოცდილების შესახებ და სასურველი სახელფასო ანაზღაურება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: 2012 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.