შპს "მეღვინეობა ხარება", თერჯოლის საწარმოსთვის აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური);
- სქესი: მამაკაცი;
- საწყობში მუშაობის სამუშაო გამოცდილება 3-4 წელი;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების, ინტერნეტის და კომპიუტერის სრულყოფილი ცოდნა.
ფუნქციები:
- სასაწყობე მეურნეობის მართვა;
- შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- ზემდგომ ორგანოებთან ანგარიშგება, მათთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება;
- მომწოდებლებთან და გადამზიდავ კომპანიებთან ურთიერთობა;
- ტრანსპორტირების დაგეგმვა და კონტროლი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
- კლიენტებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დააკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ მისამართზე: (სატელეფონო ზარებისგან თავი შეიკავეთ), დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.