კომპანია მერსი ქორფსი აცხადებს ვაკანსიას პროექტის ოფიცერის/ასისტენტის პოზიციაზე
მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და მის მიერ განხორციელებული პროექტების საქმიანობის ძირითადი სფერო მოიცავს: სოფლის მეურნეობას, მეცხოველეობას, გარემოს დაცვას და მართვის საკითხებს. თუმცა აღნიშნული პროექტები ხორციელდებოდა მცირემასშტაბიან მწარმოებლებთან მეცხოველეობის დარგში, რაც მიზნად ისახავდა პროდუქტიულობისა დაშემოსავლების ზრდას და საარსებო კრიზისების მიმართ მედეგობას. ამავდროულად, ეს პროექტები გარემოსდაცვითი რისკების შემცირების აქტუალურ თემებსაც შეეხებოდა. აღნიშნული საქმიანობა გულისხმობდა ასევე სამთავრობო სტრუქტურების მიერ მათი ამომრჩევლების ინტერესთა გაუმჯობესებულ ადვოკატირებას და სერვისების მიწოდების უზრუნველყოფას. ამჟამად, მერსი ქორფს საქართველო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC დაფინანსებით ახორციელებს მეცხოველეობის ორ პროექტს. ახლახანს ევროკომისიის (EC) მიერ დაფინანსებული კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების სამწლიანი პროექტი ხორციელდება პროექტის პარტნიორთან CENN-თან თანამშრომლობით. სწორედ ამ პროექტის მიზნებისთვის ცხადდება პროექტის ოფიცრის/ასისტენტის ვაკანსია.
კვალიფიკაცია და უნარ ჩვევები:
-სულ მცირე ბაკალავრის წოდება გარემოს დაცვის ან მის შესაბამის სფეროში.
-სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება გარემოს დაცვის სექტორში.
-ცოდნა და გამოცდილება კლიმატის ცვლილებასთან, კატასტროფების რისკის შემცირებასთან და ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით
-რეგიონულ და ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებთან თანამშრომლობის გამოცდილება.
-ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა.
-ინგლისურის, სომხურის და/ან აზერბაიჯანული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
-ძალიან კარგი კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის ორგანიზების უნარი
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერილი იქნება კანდიდატის სამუშაო გამოცდილება და თუ რატომ არის დაინტერესებული ამ თანამდებობით. წერილში უნდა იყოს მითითებული სულ მცირე ორი პიროვნების სახელი, გვარი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც კანდიდატს გაუწევს რეკომენდაციას მერსი ქორფსის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონული ფოსტით, ან მიიტანეთ აღნიშნული დოკუმენტები დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: მერსი ქორფსის მარნეულის ოფისი, ქ. მარნეული, მუსხელიშვილის # 115, არაუგვიანეს 2011 წლის 30 დეკემბრისა.
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.