კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე.
პასუხისმგებლობები:
- თანამშრომელთა დოკუმენტაციის/პირადი საქმის შედგენა, პროგრამაში შეყვანა და დაარქივება
- ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესის ადმინისტრაციული კუთხით უზრუნველყოფა
- თანამშრომელთა კონსულტაცია ადამიანური რესურსების საკითხებში/საკადრო პოლიტიკისა და ინსტრუქციების გაცნობა
- საშტატო და საკადრო დოკუმენტაციის მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება -სასურველია
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: Word, Excel, PowerPoint
- დამოუკიდებლად და ჯგუფურად მუშაობის უნარი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ძლიერი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დახვეწილი მეტყველება
- პუნქტუალურობა
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: 2011 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HR Assistant". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.