კომპანია "მეგაკო" ჩვიდმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. "მეგაკო" ექსკლუზიური დისტრიბუტორია "Kraft Foods", "Alpen Gold", "Jacobs", "Korona", "Dirol", "Danone", ჩაი "გურიელი" და სხვა კომპანიებისა. "მეგაკო" ორიენტირებულია მომხმარებელზე, უახლესი იმპორტული პროდუქციის დისტრიბუციაზე. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, მომხმარებლისადმი ერთგულება.
კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას "Dirol"-ის დისტრიბუტორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი.
აუცილებელი მოთხოვნები:
-ასაკი: 20-დან 30 წლამდე;
-უმაღლესი განათლება;
-სასურველია დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება;
-ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია;
- საკუთარი ავტომანქანა;
-საქონლის უსაფრთხოებისთვის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
-გუნდური მუშაობა;
-დაძაბულ რეჟიმში მუშაობა;
-მაღალი შედეგების მიღწევა;
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-ინიციატურობა;
-მოლაპარაკებების წარმოება;
-მიზანდასახულობა;
-დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
-ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
-დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
-პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
-სასურველია რუსული ენის ცოდნა;
-საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: 2012 წლის 31 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Dirol-ის დისტრიბუტორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.