კომპანია "მგგს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მანდილოსნებისთვის, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
მთავარი ფუნქციები:
-სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა დროის მოკლე პერიოდში
-პოტენციური კლიენტების მოძიება
-პოტენციურ კლიენტებზე პროდუქციის შეთავაზება/გაყიდვა
-კლიენტებთან განმეორებითი კონტაქტის დამყარება (საჭიროების შემთხვევაში)
-პრეზენტაციის ჩატარება
-ყოველთვიური გეგმების შესრულება.
-ცალკე კომპანიის დაკისრებული დავალების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნა:
- მდედრობითი სქესი
-ასაკი: 23-დან 30 წლამდე
-უმაღლესი განათლება
-სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით. უპირატესობა მიენიჭება დისტრიბუციის დარგში 2 წლიანი გამოცდილების მქონე პირებს.
აუცილებელი თვისებები:
-გაყიდვების წარმოების უნარი
-მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების უნარი
-კომუნიკაბელურობა
-დისციპლინა
-პასუხისმგებლობის უნარი.
-საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
-კომპიუტერის ცოდნა (ოფისი) (აუცილებელია)
-ენების ცოდნა: რუსული (აუცილებელია), ინგლისური (სასურველია).
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმეს ელექტრონული ვერსია ფოტოსურათით (აუცილებელია) მისამართზე: 2012 წლის 8 თებერვლის ჩათვლით.
შენიშვნა: არასრული განაცხადები, ან განაცხადები ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება. გასაუბრება დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.