საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შირნჰოფერი  ქეა  ალგანი  თეგეტა მოტორსი  ბანკი რესპუბლიკა  პროფკურორტი 
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.   შპს.   გუდვილი 
საგანმანათლებლო ცენტრი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  One World   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  აიელსი კავკასიის აკადემიური ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   P/T/G  კავკასიის უნივერსიტეტი  
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  საქართველოს უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  Oxford House  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ინგლისური ენის სახლი 
   ვაკანსია:

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

   კომპანია:

მასწავლებელთა პროფ. განვითარების ცენტრი

   განთავსებულია:  22 ივნ. 2011
   ბოლო ვადა:  30 ივნ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  meoreena@gmail.com
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

განათლება/სწავლება

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, აცხადებს კონკურსს ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების ხელშესაწყობად.

არსებული სიტუაცია:

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებული სიმწვავით დგას სახელმწიფო ენის სწავლების და ამ ენაზე კომუნიკაციის პრობლემა. დასტურდება არაერთი ფაქტი, როდესაც ასეთი რეგიონების სკოლებში ქართულის მასწავლებლებიც კი არ ფლობენ საკომუნიკაციო ქართულს. საჭიროა მასწავლებლებმა გაითავისონ ქართული ენის ცოდნის აუცილებლობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია, რათა მოსწავლეებს გადასცენ ქართულ სივრცეში ცხოვრების, სწავლისა და მუშაობისათვის საკმარისი ენობრივი ცოდნა.

ქვე-პროგრამის "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" ფარგლებში აყვანილი პროფესიონალი ქართული ენის მასწავლებლები მივლინებულები არიან ეთნიკური უნცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში და მათ ეძლევათ ანაზღაურება 1,000 ლარის ოდენობით.

2009-2011 წლებში აღნიშნული პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.

მიზანი:

- ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ქართული ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარება;
- ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესება.

პროგრამის ფარგლებში 2009-2010 წელს შეირჩა 64 მასწავლებელი, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სოფლებში ასწავლიან ქართულ ენას. 2011 წელს დამატებით 16 კადრის აყვანაა დაგეგმილი. კონკურსის წესით შერჩეულ სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგი და გაუფორმდებათ ხელშეკრულება.

სამუშაოს აღწერა:

ხელშეკრულების საფუძველზე, მოსწავლეების სწავლების გარდა, მასწავლებლები მოამზადებენ მათი სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს და თემში ქართული ენის შესწავლის მსურველებს.

შერჩეული მასწავლებლების პასუხისმგებლობაა, ასევე, სკოლაში ქართული ენის კლუბის შექმნა: სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება, თავიანთ თემში გარემოს გააქტიურება, გამოცოცხლება. კლუბებში შეიძლება მოეწყოს ქართული ენის საღამოები/კონკურსები, აღინიშნოს დღესასწაულები, ამ ღონისძიებებში ჩართული იქნებიან არა მარტო მასწავლებლები და მოსწავლეეები, არამედ მშობლებიც.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- სერტიფიცირება (სავალდებულო);
- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობის 2 წლიანი გამოცდილება სავალდებულოა;
- სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში ან კახეთში (ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებში) ქართული ენის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო;
- უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული ქართულ ფილოლოგიაში);
- რუსული და სომხური ან აზერბაიჯანული ენების საბაზო დონეზე ცოდნა სასურველია;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის და ელექტრონული ფოსტის გამოყენების უნარი სავალდებულოა;
- კომუნიკაბელურობა, უცხო გარემოში ადაპტაციის უნარი.

ანგარიშგება და ანაზღაურება:

- თითოეულ მასწავლებელთან და ტრენერთან ცენტრი გააფორმებს ხელშეკრულებას, სადაც განისაზღვრება მათი საქმიანობის სფერო და აღწერილობა. მასწავლებელს დამატებით ექნება საკონტრაქტო ვალდებულება სკოლასთან.
- მასწავლებელი უნდა იღებდეს ინფორმაციას ცენტრის მიერ ამ რეგიონებში განხორციელებულ ყველა პროექტზე, უნდა თანამშრომლობდეს რესურსცენტრებთან და ანგარიშვალდებული იყოს სკოლასთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან.
- მასწავლებლის ყოველთვიური ხელფასი შეადგებს 1,000 ლარს (ამას ემატება სკოლის საათობრივი ანაზღაურება).

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ თანდართული ანკეტა და გამოგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: meoreena@gmail.com 2011 წლის 30 ივნისის 17:00 საათამდე. არასწორად შევსებული ანკეტა ან სხვა სახით მოწოდებული ინფორმაცია არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.tpdc.ge

მასწავლებლები, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სერტიფიცირების გამოცდაზე და აკმაყოფილებენ ყველა სხვა მოთხოვნას, გასაუბრების წარმატებით გასვლის შემთხვევაში, დაესწრებიან ტრენინგებს. მხოლოდ ის პედაგოგები ჩაერთვებიან პროგრამაში, რომლებიც წარმატებით გაივლიან სერტიფიცირების გამოცდას.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige