საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შპს.   თეგეტა მოტორსი  გუდვილი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი' 
ალგანი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  ქეა  შ.პ.ს.   პროფკურორტი 
კავკასიის აკადემიური ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   აიელსი  საქართველოს უნივერსიტეტი  P/T/G  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ბიდისი აკადემია  
ინგლისური ენის სახლი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   Oxford House  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  One World   კავკასიის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

კონსულტანტი

   კომპანია:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

   განთავსებულია:  19 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  10 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  2000
   ელ. ფოსტა:  tkupatadze@tpdc.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

გაყიდვები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს თბილისის მასწავლებლის სახლში კონსულტანტების თანამდებობაზე.

კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, ქართული და განათლების ფსიქოლოგია/პროფესიული უნარები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის მასწავლებლის სახლს. მასწავლებლის სახლი უმასპინძლებს და იზრუნებს საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლების, საჯარო და კერძო სკოლის დირექტორების, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების, სკოლაში დასაქმებულ სხვა პირების პროფესიულ განვითარებასა და სათანადო ინფორმირებაზე.

კონსულტანტთა ფუნქცია-მოვალეობებია:

-მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზის განხორციელება;
-სემინარების, შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზება და მათი განხორციელება;
-მასწავლებელთა დამხმარე მასალების შექმნა;
-დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციების გაწევა;
-მასწავლებელთა პრაქტიკაზე დაკვირვება და მათთვის რეკომენდაციების გაწევა.

კონსულტანტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
-შესაბამისი უმაღლესი განათლება (მინიმუმ მაგისტრის ხარისხი);
-განათლების სფეროში მინიმუმ 5 წლის მანძილზე მუშაობის გამოცდილება;
-მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის და ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძვლიანი ცოდნა;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-უცხო ენის ცოდნა (სასურველია ინგლისური ენის ცოდნა) ;
-სახელმძღვანელოს ავტორობა ან/და თანაავტორობა, (სასურველია აკრედიტირებულ ტრენინგ- პროგრამის ავტორობა).

პიროვნული თვისებები:

-ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
-შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-არგუმენტირებული მსჯელობის/საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი.

კონკურესში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი.

კონკურსის პირველ ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩევა მოხდება წერითი დავალების საფუძველზე.

შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ ხელშეკრულება. კონსულტანტის თანამდებობაზე თითოეული მიმართულებით ვაკანტურია 1 ადგილი.

კონსულტანტის თვიური ანაზღაურებაა: 2,000 ლარი.

გთხოვთ, თქვენთვის სასურველი ვაკანსიის დასახელება მიუთითოთ სათაურის ველში.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, აუცილებელი დოკუმენტაცია გამოგვიგზავნონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით ელ. მისამართზე: tkupatadze@tpdc.ge, 2011 წლის 10 სექტემბრის 18:00 საათამდე.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige