კომპანია "მათე მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.
მოვალეობა და ამოცანები:
- ორგანიზაციის ფინანსების ადმინისტრირება და მართვა;
- ფინანსური ინფორმაციის შეგროვება, გადამუშავება, ანგარიშების მომზადება და დირექტორთან წარდგენა;
- დადგენილ ვადებში ფინანსური და საბანკო ოპერაციების შესრულება; დროული ანგარიშსწორება მომწოდებლებთან, ფინანსურ ორგანიზაციებთან, თანამშრომლებთან, ბიუჯეტთან და სხვა კონტრაქტორებთან;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- გარე აუდიტთან ურთიერთობა;
- კომპანიის ფინანსური საქმიანობის პროცედურების შექმნა და დანერგვა;
- კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და მასზე დროული რეაგირება;
- კომპანიის ბუღალტრული განყოფილების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- პრიორიტეტი მიენიჭება საგადასახადო სტრუქტურაში გამოცდილების მქონე პირებს;
- შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel) კარგად ცოდნა; სასურველია ბუღალტრული პროგრამის ცოდნაც;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
- დეტალებზე კონცენტრირება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა 2011 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათით და დიპლომისა და სერტიფიკატების ასლები, მისამართზე: info@matemotors.com