კომპანია "მათე მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის თანამდებობაზე.
მოვალეობა და ამოცანები:
- სერვისის და ავტონაწილების მაღაზიის გამართული მუშაობის კონტროლი;
- სასაწყობო მეურნეობაში სათადარიგო ნაწილების და საცხებ-საპოხი მასალების ნაშთების კონტროლი;
- რეალიზებული საქონლის აღრიცხვის კონტროლი;
- შეკვეთილი ნაწილების დროულად ჩამოტანის და აღრიცხვის კონტროლი;
- სერვისის დაზგა-დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი;
- სერვისის ტერიტორიაზე სისუფთავის კონტროლი;
- ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
- ბუღალტერიასთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- აჭარის ფილიალთან მჭიდრო თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ავტოსათადარიგო ნაწილების კარგი ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel) კარგი ცოდნა; სასურველია სპეციალიზირებული ავტოპროგრამების ცოდნაც;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
- დეტალებზე კონცენტრირება.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულმა პირებმა 2011 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათით და დიპლომისა და სერტიფიკატების ასლები, მისამართზე: info@matemotors.com