კომპანია "მათე მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
- ხელშეკრულებების და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა და ექსპერტიზა;
- კომპანიის სახელით პარტნიორ, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- რეგულარულად და დროულად მიმოიხილოს კანონმდებლობაში ცვლილებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის დროულად მიწოდება თანამშრომლებისათვის;
- წარმომადგენლობა სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე;
- კომპანიის სახელით სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
- სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- სამეწარმეო და არასამეწარმეო პირების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება;
- ორგანიზაციის მიერ დადებული ხელშეკრულების შესრულების ვადების კონტროლი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
- სამეწარმეო და საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
- შრომითი კოდექსის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
- დეტალებზე კონცენტრირება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა 2011 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათით და დიპლომისა და სერტიფიკატების ასლები, მისამართზე: info@matemotors.com