საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ქეა  შ.პ.ს.   შ.პ.ს დიზაინ სითი  DMG WEST LINES  შპს.  
ალგანი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  თეგეტა მოტორსი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  პროფკურორტი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი' 
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  Oxford House  P/T/G  კავკასიის აკადემიური ცენტრი  აიელსი  საგანმანათლებლო ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   One World   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  
ბიდისი აკადემია  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საქართველოს უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

   კომპანია:

ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭო

   განთავსებულია:  4 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  11 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  8(431) 245717
   კატეგორია:

ტენდერი

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:


GEFT0905/TE/2011/A22

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭო" (NRC), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, აცხადებს ღია ტენდერს ჯვარის პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაციაზე, წალენჯიხის რაიონში.

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ორგანიზაციას, რომელიც:

- რეგისტრირებულია როგორც სამშენებლო კომპანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
- არის დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) გადამხდელი.
- არის ფინანსურად ძლიერი.
- არის დიდი გამოცდილების მქონე და ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს პროექტები, რომელთა მთლიანი ჯამური ღირებულება შეადგენს სულ მცირე 100 000 ლარს, სასურველია სახლების მშენებლობის/რეაბილიტაციის კუთხით
- ფლობს საკმარის რესურსებს, პერსონალს, აღჭურვილობას და ტექნიკას, რომ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაუყოვნებლივ შეუდგეს დაგეგმილ სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

დაწვრილებითი ინფორმაცია ტენდერში მონაწილეობის მსურველებისთვის წარმოდგენილია სატენდერო პაკეტში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას წინასწარი გადახდა არ მოხდება. კონტრაქტორს თანხა გადაერიცხება გარკვეული სამუშაოების განხორციელების შემდეგ წარმოდგენილი მიმდინარე ანგარიშის მიხედვით.

სატენდერო პაკეტის გატანა შესაძლებელი იქნება 2011 წლის 5 და 6 ოქტომბერს, 10 საათიდან 17 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

"ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭო", ქუთაისის ოფისი: ქუთაისი, გოგებაშვილის 25
"ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭო", თბილისის ოფისი: თბილისი, თაბუკაშვილის ქ. 19ა.

2011 წლის 7 ოქტომბერს "NRC"-ის ინჟინრების მიერ ორგანიზებული იქნება სავალდებულო საველე ვიზიტი ობიექტზე. შეხვედრის ადგილი და დრო: 7 ოქტომბრის დილის 11 საათი, ჯვარის პროფესიული კოლეჯის შენობა, ყაზბეგის ქ. 2.

სატენდერო წინადადების შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 11 ოქტომბერი, 12:00 საათი, "NRC"-ის ქუთაისის ოფისი.
სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება იმავე დღეს, 14:00 საათზე, "NRC"-ის ქუთაისის ოფისში. წინადადებების გახსნის პროცესზე დასწრება შეუძლია კომპანიების თითო წარმომადგენელს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ბ-ნ კობა ცირამუას: 8(431) 245717.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige