საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  გუდვილი  ქეა  შ.პ.ს.   ალგანი  შპს.   თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
DMG WEST LINES  თეგეტა მოტორსი  ბანკი რესპუბლიკა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  პროფკურორტი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი 
აიელსი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  One World   კავკასიის აკადემიური ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   P/T/G  საქართველოს უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  Oxford House  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  
   ვაკანსია:

ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

   კომპანია:

ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭო

   განთავსებულია:  5 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  12 სექ. 2011
   მდებარეობა:  ქუთაისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ტენდერი

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭო" (NRC), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, აცხადებს ღია ტენდერს სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს მონაწილეობა მიიღონ 5 კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაციაში ქ. ქუთაისში.

ლოტი A14 - ბ/ბაღი #5
ლოტი A15 - ელ. ტექნიკის ლიცეუმი
ლოტი A16 - პედაგოგთა დახელ. ინსტიტუტი
ლოტი A17 - ბ/ბაღი #30
ლოტი A18 - კულინარიული სასწავლებელი

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ორგანიზაციას, რომელიც:

-  რეგისტრირებულია, როგორც სამშენებლო კომპანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
-  არის დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) გადამხდელი.
- არის ფინანსურად ძლიერი.
-  აქვს დიდი გამოცდილების მქონე და ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს პროექტები, რომელთა მთლიანი ჯამური ღირებულება შეადგენს სულ მცირე 100 000 ლარს, სასურველია სახლების მშენებლობის/რეაბილიტაციის კუთხით
-  ფლობს საკმარის რესურსებს, პერსონალს, აღჭურვილობას და ტექნიკას, რომ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაუყოვნებლივ შეუდგეს დაგეგმილ სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

დაწვრილებითი ინფორმაცია ტენდერში მონაწილეობის მსურველებისთვის წარმოდგენილია სატენდერო პაკეტში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას წინასწარი გადახდა არ მოხდება. კონტრაქტორს თანხა გადაერიცხება გარკვეული სამუშაოების განხორციელების შემდეგ წარმოდგენილი მიმდინარე ანგარიშის მიხედვით.

სატენდერო პაკეტის გატანა A14-A18 ლოტებისთვის შესაძლებელი იქნება 2011 წლის 5 და 6 სექტემბერს, 10 საათიდან 17 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

"ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭო", ქუთაისის ოფისი - ქუთაისი, გოგებაშვილის 25
"ლტოლვილთა ნორვეგიის საბჭო", თბილისის ოფისი - თბილისი, თაბუკაშვილის ქ. 19ა

2011 წლის 7 სექტემბერს "NRC"-ის ინჟინრების მიერ ორგანიზებული იქნება სავალდებულო საველე ვიზიტები ობიექტებზე. შეხვედრის ადგილი და დრო: 7 სექტემბრის დილის 11 საათი, ქ. ქუთაისი, შარვაშიძის 57.

სატენდერო წინადადების შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 12 სექტემბერი, 12:00 საათი, "NRC" ქუთაისის ოფისი. სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება იმავე დღეს, 14:00 საათზე, "NRC" ქუთაისის ოფისში. წინადადებების გახსნის პროცესზე დასწრება შეუძლიათ კომპანიების თითო წარმომადგენელს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ბ-ნ კობა ცირამუას: 8(431) 245717.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige