The London School of English Tbilisi - გთავაზობთ სასაუბრო ინგლისურის კურსსლონდონის ინგლისური ენის სკოლა თბილისში.
“News and Views” ის 18 საათიანი კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს გამოთქმის, საუბრისა და მოსმენის უნარები, ამასთანავე გაიმდიდროს სიტყვათა მარაგი. კურსის მსვლელობისას განხილული იქნება მრავალი პრაქტიკული თემა და მსმენელებს საშუალება ექნებათ გამოხატონ მათი შეხედულებები და აზრები.
კურსის აღწერა
კურსის მსვლელობისას შესწვლილი იქნება ინგლისურ ენაზე საუბარი ყოველდღიურ და სამუშაო სიტუაციებში. მსმენელები დაეუფლებიან ინგლისური ენის გამოყენებას კონტექსტში და ივარჯიშებენ გამოთქმაში, რაც დაემხმარება მათ სწორად და გასაგებად ლაპარაკში. გაკვეთილები ინტერაქტიულია, რაც განაპირობებს ახლად შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებას.
კურსის მიზნები
კურსის დასრულებისას მსმენელები შეძლებენ თავისუფლად ისაუბრონ სხვადასხვა თემებზე და თავს გაართმევენ ისეთ რთულ სიტუაციებში ინგლისურ ენაზე საუბარს, როგორიცაა, მაგალითად, გასაუბრება, სატელეფონო საუბრები და სხვადასხვა სამუშაო და არასამუშაო სიტუააციები.
კურსს წარმართავს ბრიტანელი მასწავლებელი
კურსის თარიღები
3/4 ოქტომბერი - 9/10ნოემბერი 2011
აპლიკაციის მიღება 1-27 სექტემბერი 2011
გაკვეთილების ხანგრძლივობა - 1,5 საათი( კვირაში 2-ჯერ)
ჯგუფში მსმენელების რაოდენობა 8-10
კურსის ღირებულება - 150 ლარი (ფასში შედის სასწავლო მასალა)
საკონტაქტო ინფორმაცია:
კავკასიის აკადემიური ცენტრი
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16
(შესასვლელი მიცკევიჩის ქუჩიდან)
ტელეფონი: (+995 322)251730; (+995 322)387676; (+995 322)386336
Email:
Web: