საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
გუდვილი  ალგანი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს დიზაინ სითი  DMG WEST LINES  თეგეტა მოტორსი  ქეა 
შ.პ.ს.   შირნჰოფერი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შპს.   'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  პროფკურორტი 
საგანმანათლებლო ცენტრი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  საქართველოს უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი  კავკასიის უნივერსიტეტი  P/T/G  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  One World   ბიდისი აკადემია  Oxford House  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   აიელსი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი 
   ვაკანსია:

ინგლისური ენის სხვადასხვა კურსები

   კომპანია:

ლონდონის ინგლისური ენის სკოლა თბილისში

   განთავსებულია:  19 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  30 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  info@londonschool.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სასწავლო პროგრამები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

The London School of English Tbilisi - ლონდონის ინგლისური ენის სკოლა თბილისში გთავაზობთ ბიზნეს ინგლისურის, ინგლისური შეხედრებისა და დისკუსიებისთვის და წერის უნარების კურსებს.

ბიზნეს ინგლისური

    
ბიზნეს ინგლისური მიმართულია მათთვის, ვისაც სჭირდება ინგლისური სამუშაო გარემოში. ასევე იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ემზადებიან ბიზნესის შესწავლისათვის. კურსის მსვლელობის დროს გამოიყენება ქეისები და ბიზნეს სიმულაციები.

მსმენელი განავითარებს:

-  საკომუნიკაციო უნარებს ბიზნესის სფეროში
-  თავისუფლად მეტყველების უნარს
-  ბიზნეს ლექსიკას
-  გამოთქმას და ინტონაციას
-  ინგლისურის ეფექტურად გამოყენების სტრატეგიას სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციაში – პრეზენტაცია, შეხვედრა, მოლაპარაკება, სატელეფონო საუბარი

კურსის თარიღები:

3/4 ოქტომბერი 2010 წელი - 28/29 იანვარი 2011წელი
   აპლიკაციის მიღება 15-30 სექტემბერი 2011წელი

მეცადინეობის ხანგრძლივობა: 2 სთ
კურსის ღირებულება: 195 ლარი 1 თვე

დაინტერესებული პირები ტესტირებისა და გასაუბრების შედაგად ჩაირიცხებიან შესაბამის დონეზე


ინგლისური შეხვედრებისა და დისკუსიებისათვის

მოცემული კურსი დაფუძნებულია The London School of English - ის ორ ძალიან წარმატებულ კურსზე: "ინგლისური საქმიანი შეხვედრებისათვის" და "ეფექტური კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე".
"ეფექტური კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე" არის ყველაზე პოპულარული კურსი ჩვენი ლონდონის ცენტრში.

შეხვედრებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები მოიცავს:

-  ორგანიზაციის სტრუქტურის წარდგენა
-  სხდომები, სიმულირებულ საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა და მოხსენების გაკეთება
-  პროფესიონალური სიტუაციების შესაბამისი საკომუნიკაციო უნარები
-  საუბარი ციფრებზე, გრაფიკებზე, დიაგრამებზე და ა.შ.
-  სხვადასხვა საერთაშორისო სამუშაო პრაქტიკის შედარება და შესწავლა

იმისათვის რომ მოხდეს ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განმტკიცება, კურსი შეიცავს საკომუნიკაციო სტრატეგიების ინტენსიურ პრაქტიკას:

-  დათანხმება/არ დათანხმება
-  დადასტურება
-  კომენტარები და შეჯამება
-  კულტურათაშორისი კომუნიკაცია
-  შეკითხვების დასმა
-  საკუთარი მოსაზრების დაცვა
-  დარწმუნება და კომპრომისზე წასვლა
-  შეთავაზება
-  საქმიანი შეხვედრების გახსნა და დახურვა

კურსი ასევე მოიცავს პროფესიული სტუმართმოყვარეობისა და სოციალურ სიტუაციებში სწორად მოქცევის სტრატეგიებს და ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე:

-  შეხვედრა საერთაშორისო კლიენტებთან
-  შეხვედრების ორგანიზება
-  მოგზაურობის დაგეგმვა
-  საუბარი არაოფიციალურ სოციალურ გარემოში (პაბესა და რესტორნებში)

კურსის თარიღები: 5 ოქტომბერი - 18 ნოემბერი 2011
                                            
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 15:00 - 16:30 ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს
კურსის საფასური: 150 ლარი
კურსის გასავლელად მსმენელი ინდა იყოს მინიმუმ Intermediate ეტაპზე


წერის უნარები

LSE  Tbilisi-ს  წერითი კურსი მიზნად ისახავს მსმენელებს შეასწავლოს როგორც წინადადებებისა და პარაგრაფების ფორმირება, ასევე წერილების, იმეილებისა და მოხსენებების შედგენა. კურსი ითვალისწინებს წერითი დავალებების შესრულებას, რის შემდეგაც სტუდენტები მიიღებენ ინდივიდუალურ შეფასებას და რჩევებს. სასწავლო პროგრამა შედგება თერთმეტი თემისგან, რომლებიც შექმნილია რათა დაეხმაროს სტუდენტებს გაიუმჯობესონ წერითი უნარ-ჩვევა. ეს კურსი გათვლილია არა მხოლოდ ჩვეულებრივ მსმენელებზე, არამედ პროფესიულ ბიზნესს აუდიტორიაზეც, რომლის მიზანსაც წარმოადგენს წარმატებული ბიზნეს კომუნიკაცია და ფორმალური წერილების შედგენა.

მცირე ზომის კლასები გათვლილია ხუთ-რვა სტუდენტზე, რაც უზრუნველყოფს ცალკეულ სტუდენთან ინდივიდუალურ მიდგომას და დახმარებას.

კურსის თემატური გეგმა:

-  მეტყველების ნაწილები;
-  ნაწერის რედაქტირება;
-  კავშირებითი სიტყვები;
-  პუნქტუაცია;
-  მცირე ზომის ტექსტები;
-  ბიზნეს წერილები;
-  მოსაზრებები და არგუმენტები;
-  ნაწერის ორგანიზება;
-  ცხრილების შედგენა;
-  ელექტრონული წერილები;
-  მოხსენებები;

კურსის გასავლელდად საჭიროა მსმენელი იყოს მინიმუმ Intermediate ეტაპზე

მეცადინეობის ხანგრძლივობა: 1,5 საათი
14:00 - 16:00 ყოველ პარასკევ დღეს (კურსის ხანგრძლივობა 12 საათი)
კურსის საფასური: 100 ლარი


საკონტაქტო ინფორმაცია:
კავკასიის აკადემიური ცენტრი
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16
(შესასვლელი მიცკევიჩის ქუჩიდან)
ტელეფონი: (995 32) 2 25 17 30; (995 32) 2 38 76 76;
(995 32) 2 38 63 36
Email: info@londonschool.ge
Web: www.londonschool.ge

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige