The London School of English Tbilisi - ლონდონის ენების სკოლა თბილისში გთავაზობთ გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს - IELTS. TOEFL, FCE, CAE
IELTS მოსამზადებელი კურსი
ლონდონის ინგლისური ენის სკოლა გთავაზობთ IELTS -ის ახალ მოსამზადებელ კურსს.
ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ინგლისურენოვან გარემოში სწავლის გაგრძელება ან მუშაობა. ამ პროგრამის მიზანია დაეხმაროს მსურველებს განივითარონ ტესტის ჩაბარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები ენობრივი კომპეტენციის ზრდასთან ერთად. სასწავლო პროცესის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ საცდელი საგამოცდო ტესტირება და მიიღონ ინდივიდუალური უკუკავშირი შემდეგი საკომუნიაკციო უნარ-ჩვევების შესახებ:
მოსმენა, კითხვა, წერითი, მეტყველება ზეპირი მეტყველება
ჯგუფში მსმენელების რაოდენობა: 5-8
გაკვეთილების რაოდენობა : 12 კვირა; 72 საათი (კვირაში 3-ჯერ, 2 საათი)
კურსის თრიღები: 20 სექტემბერი 2011 - 8 დეკემბერი2011 ( სამშაბათი/ხუთშაბათი/შაბათი)
კურსის ღირებულება: 700 ლარი
აპლიკაციის მიღება: 5-19 სექტემბერი
TOEFL მოსამზადებელი კურსი
TOEFL (iBT)- ეს არის ინტერნეტ ტესტირება, რომელიც ამოწმებს ინგლისურ ენაზე ეფექტური კომუნიკაციისათვის აუცილებელ ოთხ ენობრივ უნარ-ჩვევას: კითხვას, მოსმენა,ს ზეპირ და წერით მეტყველებას.
აღნიშნული ტესტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ საკუთარი ენობრივი შესაძლებლობები. TOEFL (iBT) აგრეთვე მიზნად ისახავს ინტეგრირებული უნარ-ჩვევების აღმოჩენა-განვითარებას და შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს აკადემიურ დონეზე გამოიყენოს საკუთარი საკომუნიკაციო უნარები, ამასთან მოამზადოს იგი აკადემიური სასწავლო სამუშაოს შესასრულოებლად უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
TOEFL (iBT) კურსის მიზანი
ჩვენს მიერ შემოთავაზებული მოსამზადებელი კურისი გავლის შემთხვევაში, თქვენ შეგეძლებათ:
ახლად შეძენილი ცოდნის დაკავშირება უკვე არსებულთან და მისი გააქტიურება ენობრივი სტრუქტურული პრობლემების აღმოჩენა და გადაწყვეტა უცხო ტექსტის კითხვა ორიენტირებადი და სელექტური სტრატეგიების გამოყენებით სმენითი ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა ძირითადი სიტყვების ამოცნობა და მთავარი აზრის გამოტანა
კრიტიკული აზროვნების განვითარება საკუთარი პროგრესის შეფასება
ტესტის ჩაბარებისთვის აუცილებელი სტრატეგიების შემუშავება, როგორიცაა
ა) დროის სწორი გადანაწილება
ბ) ტესტური დავალებების სწრაფი გაგება
ც) მიღებული ცოდნის რეალური გარემოში გამოყენება.
ჯგუფში მსმენელების რაოდენობა: 5-8
გაკვეთილების რაოდენობა: 12 კვირა; 72 საათი (კვირაში 3-ჯერ, 2 საათი)
კურსის თრიღები: 20 სექტემბერი 2011 - 8 დეკემბერი2011 ( სამშაბათი/ხუთშაბათი/შაბათი)
კურსის ღირებულება: 700 ლარი
აპლიკაციის მიღება: 5-19 სექტემბერი
FCE - კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდა
FCE - ეს არის მსოფლიო უნივერსიტეტებისა და სამუშაო დაწესებულებების მიერ აღიარებული სერთიფიკატი, რომელიც ამოწმებს და ადასტურებს სტუდენტის ენობრივ კომპეტენციას. კურსის განმავლობაში სტუდენტები შეფასდებიან მათ მიერ შესრულებული დავალებების საფუძველზე, მიიღებენ ყველა საჭირო დახმარებას, თანადგომასა და უკუკავშირს.
კურსის აღწერა
- სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ განავითარონ ოთხივე ენობრივი უნარ-ჩვევა, როგორიცაა წერა, ზეპირი მეტყველება, კითხვა და მოსმენა.
- წერა: დამოუკიდებელი და ინტეგრირებული წერითი დავალებების შესრულება
- მეტყველება: წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო ყველა ჩვევის განვითარება
- მოსმენა: მთავარი აზრის გამოტანისა და დეტალური ინფორმაციის მოპოვებისთვის საჭირო სტრატეგიების განვითარება
- კითხვა: სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ წაიკითხონ მრავალი აკადემიური მასალა, აგრეთვე დაეუფლებიან ორიენტირებადი და სელექტური კითხვის სტრატეგიებს.
ჯგუფში მსმენელების რაოდენობა: 5-8
გაკვეთილების რაოდენობა: 12 კვირა; 72 საათი (კვირაში 3-ჯერ, 2 საათი)
კურსის თრიღები: 20 სექტემბერი 2011 - 8 დეკემბერი2011 ( სამშაბათი/ხუთშაბათი/შაბათი)
კურსის ღირებულება: 700 ლარი
აპლიკაციის მიღება: 5-19 სექტემბერი
CAE - კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდა
CAE – სერთიფიკატი აღიარებულია 12 000 უნივერსიტეტისა და კოლეჯის, აგრეთვე მრავალი სამთავრობო დაწესებულების მიერ მსოფლიო მაშტაბით. იგი ძალიან წააგავს FCE გამოცდას ერთადერთი განსხვავებით _ იგი ამოწმებს სტუდენტის ენობრივ ცოდნას უფრო მაღალ საფეხურზე რაც აუცილებელია მომავალი პროფესიული თუ აკადემიური წინსვლისთვის. CAE მოსამზადებელი კურსის გასავლელად აუცილებელია ინგლისური ენის ედვენსდ დონეზე ცოდნა.
კურის აღწერა
- ოთხივე უნარ-ჩვევის განვითარება: წერა, კითხვა, მოსმენა, მეტყველება
- წერა: დამოუკიდებელი და ინტეგრირებული აკადემიურ დონეზე შესრულებული წერითი დავალებების შესრულება,
- მეტყველება: წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო ყველა ჩვევის განვითარება, აგრეთვე სხვა სტუდენტებთან ვერბალური კომუნიკაციის დამყარება, საკუთარი მოსაზრების, არგუმენტების და კონტრარგუმენტების წამოყენება.
- მოსმენა: მთავარი აზრის გამოტანისა და დეტალური ინფორმაციის მოპოვებისთვის საჭირო სტრატეგიები
- კითხვა: სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ წაიკითხონ მრავალი აკადემიური მასალა. ისინი დაეუფლებიან ორიენტირებადი და სელექტური კითხვის სტრატეგიებს.
ჯგუფში მსმენელების რაოდენობა: 5-8
გაკვეთილების რაოდენობა: 12 კვირა; 72 საათი (კვირაში 3-ჯერ, 2 საათი)
კურსის თრიღები: 20 სექტემბერი 2011 - 8 დეკემბერი2011 ( სამშაბათი/ხუთშაბათი/შაბათი)
კურსის ღირებულება: 700 ლარი
აპლიკაციის მიღება: 5-19 სექტემბერი
მოსამზადებელი კურის დაწყების წინ მსურველებმა უნდა გაიარონ სპეციალური ტესტირება და გასაუბრება, რაც დაადგენს თქვენი ცოდნის შესაბამისობას არჩეული საგამოცდო კურსისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კავკასიის აკადემიური ცენტრი
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16ა
(შესასვლელი მიცკევიჩის ქუჩიდან)
ტელეფონი: (995 32) 2 25 17 30; (995 32) 2 38 76 76;
(995 32) 2 38 63 36
Email:
Web: