შპს "ლითერასი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ebook დევაისების (ელექტრონული წიგნების წამკითხავების) სარეალიზაციოდ მომზადება; კერძოდ: დატესტვა-გამართვა, კონტენტის ჩატვირთვა;
- სერვის-ცენტრში საგარანტიო მომსახურების გაწევისთვის შემოსული დევაისების დიაგნოსტიკა, ჰარდის და სოფტის პრობლემების აღმოფხვრა, დეტალების შეცვლა, კონტენტის აღდგენა;
- ონლაინ შეკვეთების ორგანიზება-კონტროლი;
- მომხმარებლის კონსულტაცია;
- დევაისების (სათადარიგო ნაწილების) მოძრაობის აღრიცხვისა და კონტროლის ორგანიზება საწყობიდან დაწყებული რეალიზაციამდე;
- საგარანტიო მომსახურების სისტემის ორგანიზება და ადმინისტრირება;
- სავაჭრო წერტილებიდან გაყიდვების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება, სადისტრიბუციო მომსახურების აღრიცხვა-კონტროლი;
- სააღრიცხვო-ფინანსური დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები) წარმოება-კონტროლი;
- სერვის-ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა სამუშაოების და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- ტექნიკურ მენეჯერად, ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სერვის-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS PowerPoint) სრულყოფილად ფლობა; მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
- მნიშვნელოვანია გუნდში მუშაობის უნარის ფლობა.
- დროის მართვის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
სამუშაო განრიგი:
- დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე, ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.
- შესვენება: 13 სთ-დან 14 სთ-მდე.
გთხოვთ, თქვენს მიერ შევსებული CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე: ან მოიტანოთ მისამართზე: თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. 17ა, მე-5 სართული.