ს.ს. ლიბერთი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ხარაგაულის ფილიალის მმართველის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში, საბანკო საქმეში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, სამართალმცოდნეობაში;
- საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
- ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
- საბანკო საქმიანობის, საბანკო პროდუქტების ცოდნა;
- საბანკო კანონმდებლობისა და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კლიენტების მომსახურებასთან დაკავშირებული ნორმატიული მასალების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების და პრობლემის გადაწყვეტისას პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
- ზეპირი და წერილობითი ურთიერთობები ზემდგომ და დაქვემდებარებულ პირებთან, ასევე კლიენტებთან;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- დინამიურობა;
- ორგანიზებულობა;
- ინიციატურობა;
- პრობლემის დროულად გადაწყვეტის უნარი;
- დროის კარგი მენეჯმენტი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ 2011 წლის 10 ოქტომბრამდე, მისამართზე: და საგანში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია და ფილიალი. სხვა შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.