სააქციო საზოგადოება "ლიბერთი ბანკი" აცხადებს კომპანიების შერჩევას ფილიალებისა და სერვის ცენტრების ავეჯით აღჭურვაზე.
2011 წლის განმავლობაში "ლიბერთი ბანკს" დაგეგმილი აქვს სერვის ცენტრებისა და ფილიალების განახლება და ახალი ავეჯით აღჭურვა. ფილიალები და სერვის ცენტრები განლაგებულია როგორც თბილისში, აგრეთვე მთელი საქართველოს მასშტაბით.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული), ყველა დამფუძნებლისა და მფლობელის ინფორმაციის მითითებით (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- კომპანიას უნდა გააჩნდეს საბანკო სექტორისთვის ავეჯის დამზადების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით;
- კომპანიის 2009-2010 წლების ფინანსური ბრუნვა (არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობით);
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებული პირი ვალდებულია დოკუმენტაციის წარდგენისას ბანკის ცენტრალურ ფილიალში, ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე, ჩარიცხოს შერჩევაში მონაწილეობის მიღების საფასური 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 20 ივნისი, 2011 წ., საღამოს 5 საათი.
ადგილმდებარეობა: ,,ლიბერთი ბანკი", ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი, 0162.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია;
- სატენდერო კომიტეტი, სს ,,ლიბერთი ბანკი" (კომპანიების შერჩევა ფილიალებსა და სერვის-ცენტრების ავეჯით აღჭურვაზე).
სს ,,ლიბერთი ბანკი"
საკორესპოდენტო ანგარიში ეროვნულ ბანკში: #400161800
ბანკის კოდი: LBRTGE22
საიდენტიფიკაციო ნომერი: 203828304
ანგარიშის ნომერი: GE43LB0010045010000454
კრედიტორი: Tender
ტენდერში მონაწილეობის საფასური მონაწილე პირებს უკან არ დაუბრუნდებათ.