სააქციო საზოგადოება "ლიბერთი ბანკი" აცხადებს ტენდერს შიდა მოხმარების ელექტრონული სავალუტო აბრების შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
- ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით
- საგარანტიო ვადები და პირობები
- მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის 74-ში)
- ანგარიშსწორების პირობები
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ამჟამად ლიბერთი ბანკის ტაბლოები მუშაობს სოფტზე, რომელიც დაწერილია კონკრეტულად ამ ტაბლოებისთვის. შესაბამისად თქვენს მიერ განფასებული ტაბლოები:
- ან თავსებადი უნდა იყოს ამ სოფტთან,
- ან ტაბლოებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი მართვის სოფტი.
მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებული პირი ვალდებულია დოკუმენტაციის წარსადგენისას ბანკის ცენტრალურ ფილიალში ქვემოდ მოცემულ ანგარიშზე ჩარიცხოს შერჩევაში მონაწილეობის მიღების საფასური 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 20 ივნისი, 2011 წ. საღამოს 5 საათი
ადგილმდებარეობა: "ლიბერთი ბანკი", ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია
- სატენდერო კომიტეტი, სს "ლიბერთი ბანკი"(ტენდერი ელექტრონული სავალუტო აბრების შესყიდვაზე).
სს "ლიბერთი ბანკი"
საკორესპოდენტო ანგარიში ეროვნულ ბანკში: #400161800
ბანკის კოდი: LBRTGE22
საიდენტიფიკაციო ნომერი: 203828304
ანგარიშის ნომერი#: GE43LB0010045010000454
კრედიტორი: სატენდერო კომიტეტი
ტენდერში მონაწილების საფასური მონაწილე პირებს უკან არ დაუბრუნდებათ.