სს "ლიბერთი ბანკი" - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას საცალო დაკრედიტების მენეჯერის პოზიციაზე, შემდეგ ფილიალებში:
- იმერეთი - 2 ვაკანსია
- სამცხე-ჯავახეთი - 1 ვაკანსია
- ბათუმი - 2 ვაკანსია
- მცხეთა - 1 ვაკანსია
- სენაკი - 1 ვაკანსია
- ქვემო ქართლი - 1 ვაკანსია
შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ შანსი გაიზარდონ და განავითარონ საკუთარი პროფესიონალური უნარები და ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკის კლიენტებისთვის/პოტენციური მსესხებლებისთვის საცალო საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
- ბანკში დადგენილი სტანდარტების და პროცედურების მიხედვით პოტენციური მსესხებლის ფინანსური პროფილის შესწავლა და საკრედიტო განაცხადის კომიტეტისთვის წარდგენა და დაცვა;
- საცალო სესხების გაცემა, სესხებთან დაკავშირებული ფაილინგის წარმოება საკრედიტო პორთფელის, ხარისხის შენარჩუნების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომერციულ ბანკში/საკრედიტო დაწესებულებაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტში, ფინანსებში ან საბანკო საქმეში;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- შესაძლებლობა მართოს საკუთარი დრო სწორად, შეასრულოს რამოდენიმე ამოცანა პარალელურად და მოკლე ვადებში;
- ქართული ენის გამართული ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველი);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ( Excel, Word, Project, PowerPoint, Outlook, Internet Explorer).
პიროვნული უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
მნიშვნელოვანია:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: 2011 წლის 5 ივლისის ჩათვლით. გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ბანკი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.