''ლიბერთი ბანკი'' ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო ჯგუფის შექმნის მიზნით მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ხაშურის ფილიალში:
მოლარე-ოპერატორის რეზერვის შექმნა გულისხმობს:
- შემოსული რეზიუმეების გადარჩევას
- კანდიდატების ტესტირება-გასაუბრებას
- ტრეინინგებს
ზემოთმოცემული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი ჩაირიცხება ბანკის საკადრო რეზერვში და დასაქმდება ფილიალში თანამშრომლების შვებულების, დეკრეტული შვებულების და სხვა აუცილებელი მოთხოვნების დროს, შესაბამისი ანაზღაურებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- ასაკი არაუმეტეს 30 წლისა
- საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობა
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა
- კომუნიკაბელურობა
- თავაზიანობა
- მუდმივი მზაობა დახმარებისთვის
- გუნდური მუშაობის უნარი
როგორ მოგვმართოთ:
გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
ბანკი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 5 აგვისტო, 2011.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას „subject line“–ში მიუთითოთ პოზიცია და ფილიალის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.