ლიბერთი ბანკი, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო ჯგუფის შექმნის მიზნით მოლარე-ოპერატორის/მოლარის პოზიციებზე, შემდეგ რეგიონებში:
- იმერეთი (ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, თერჯოლა, ვანი, ხონი, ხარაგაული, ტყიბული, საჩხერე, ჭიათურა, წყალტუბო, ბაღდათი, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი)
- აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური)
- სამეგრელო (ზუგდიდი, წალენჯიხა, მარტვილი, სენაკი, აბაშა, ხობი, ჩხოროწყუ, ფოთი, მესტია)
- გურია (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი)
- შიდა ქართლი (გორი, ხაშური, კასპი, ქარელი)
- ქვემო ქართლი (რუსთავი, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, მანგლისი, წალკა, გარდაბანი)
- სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბორჯომი, ასპინძა)
- კახეთი (თელავი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, კაჭრეთი, წნორი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, საგარეჯო, ახმეტა)
- მცხეთა-თიანეთი (მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი).
მოლარე-ოპერატორის/მოლარის რეზერვის შექმნა გულისხმობს:
- შემოსული რეზიუმეების გადარჩევას
- კანდიდატების ტესტირება-გასაუბრებას
- ტრენინგებს.
ზემოთმოცემული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი ჩაირიცხება ბანკის საკადრო რეზერვში და დასაქმდება ფილიალში თანამშრომლების შვებულების, დეკრეტული შვებულების და სხვა აუცილებელი მოთხოვნების დროს, შესაბამისი ანაზღაურებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ასაკი: არაუმეტეს 30 წლისა (მოლარე-ოპერატორი), არაუმეტეს 45 წლისა (მოლარე)
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
- გუნდური მუშაობის უნარი.
როგორ მოგვმართოთ:
გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV და სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და ფილიალის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ასევე, რეზიუმეში აუცილებლად მიუთითოთ თქვენი ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი. სხვა შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ბანკი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.