ლიბერთი ბანკი, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ახორციელებს თავის რეგიონალურ ფილიალებში საკრედიტო განყოფილებების ინსტიტუციონალიზაციას/ ჩამოყალიბებას. ამასთან დაკავშირებით, ბანკს სურს მიიღოს სამსახურში გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლები - მიკრო სესხების ექსპერტები, ბანკის საცალო ბიზნესის დეპარტამენტის შემადგენლობაში.
ვაკანსიები ცხადდება შემდეგ რეგიონალურ ფილიალებში:
- წნორის ფილიალი - 2 პოზიცია;
- ლაგოდეხის ფილითალი - 2 პოზიცია;
- გურჯაანის ფილიალი - 2 პოზიცია.
შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ შანსი გაიზარდონ და განავითარონ საკუთარი პროფესიონალური უნარები და ცოდნა - როგორც საცალო დეპარტამენტის გუნდის წევრებს.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტების მოზიდვა;
- კლიენტების საწყისი შემოწმება და მათი ბიზნესის ფინანსური ანალიზი;
- კრედიტების გაცემა;
- კრედიტების დაბრუნების პროცესის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- წინა გამოცდილება საჭირო არ არის; ამასთან ერთად, გამოცდილი კანდიდატების განაცხადებიც განიხილება;
- გაყიდვების და კლიენტების კონსულტაციის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება;
- უნივერსიტეტის ხარისხი ნებისმიერ საგანში;
- კარგი ანალიტიკური და რაოდენობრივი თვისებები;
- ძლიერი საორგანიზაციო, წერილობითი და ინტერპერსონალური თვისებები; შესანიშნავი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ მუშაობის და მრავალრიცხოვანი დავალებების შეზღუდულ ვადებში შესრულების უნარი
- ურთიერთობის კარგი უნარი, შედეგზე ორიენტაცია;
- MS Word და MS Excel პროგრამების კარგი ცოდნა.
როგორ მოგვმართოთ:
გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV და მოტივაციის წერილი (სასურველია თვენთვის მისაღები ხელფასის მითითებით), ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 13 ივნისის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის წარმოდგენისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და ფილიალი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
ბანკი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.