ლიბერთი ბანკი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას მიკრო დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე, რუსთავის ფილიალში.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი - სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება;
- სამუშაო გამოცდილება; სასურველია მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება მიკროდაკრედიტების და/ან მცირე სესხების სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
- რეგიონის ბაზრის და კლიენტურის ანალიზი/მონიტორინგი; ახალი კლიენტების მოზიდვა;
- მომხმარებლებისათვის ბანკის საკრედიტო და სხვა საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
- მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
- მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
- სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
- პრობლემური სესხების მართვა;
- პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
- დაკრედიტების ასპექტების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;
- კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები; დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
- სხარტი აზროვნება, ინტუიცია (ალღო);
- ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი; მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა, შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა.
როგორ მოგვმართოთ:
გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV (სასურველია თქვენთვის მისაღები ხელფასის
მითითებით), ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2011 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
ბანკი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.