საიტზე დევს 277 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
თეგეტა მოტორსი  ალგანი  ქეა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.   შ.პ.ს დიზაინ სითი 
ბანკი რესპუბლიკა  შირნჰოფერი  DMG WEST LINES  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  პროფკურორტი  შპს.   WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ბიდისი აკადემია  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  Oxford House  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი  აიელსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  One World   კავკასიის უნივერსიტეტი  
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ინგლისური ენის სახლი  საქართველოს უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   P/T/G  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

ექსპრეს მიკრო და მიკრო დაკრედიტების საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი

   კომპანია:

ლიბერთი ბანკი

   განთავსებულია:  3 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  20 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  career@libertybank.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

ლიბერთი ბანკი – ერთ-ერთი ყევლაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, საკრედიტო რისკების მართვის კუთხით საქმიანობის გაფართოების კვალობაზე და საკრედიტო პორტფელის ზრდის გათვალისწინებით ზრდის საკრედიტო ანალიტიკოსების საშტატო რაოდენობას საკრედიტო რისკების მართვის განყოფილებაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით ბანკი აცხადებს ვაკანსიას ექსპრეს მიკრო და მიკრო დაკრედიტების საკრედიტო რისკების ანალიტიკოსის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი, ბანკის სათაო ოფისი, ჭავჭავაძის 74

შერჩეული კანდიდატი იმუშავებს საკრედიტო რისკების მართვის განყოფილების უფროსის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. სხვა სამუშაო პირობებთან ერთად შერჩეულ კანდიდატს მიეცემა შანსი გაიზარდონ და განავითარონ საკუთარი პროფესიონალური უნარები და ცოდნა – როგორც საკრედიტო რისკების მართვის მიმართულების გუნდის წევრმა.

ძირითადი მოვალეობები:

1. ანალიზი ჩაუტაროს მიკრო საკრეიდტო მენეჯერების მიერ წარმოდგენილ საკრედიტო მემორანდუმებს, მათ შორის შეასრულოს ისეთი მოვალეობები როგოროცაა:

    - შეამოწმოს მემორანდუმსა და თანდარტულ ფინანსურ უწყისებში მოცემული ინფორმაციის სიზუსტე და ადექვატურობა;
    - განსაზღვროს ძირითადი რისკები (ფინანსური, საბაზრო, მენეჯმენტის და სხვა) რომელნიც გავლენას ახდენენ კლიენტის გადამხდელუნარიანობაზე;
    - ჩამოაყალიბოს პოზიცია სესხის დაფარვის მეორადი წყაროს (უზრუნველყოფა) ადექვატურობის და საკრედიტო პოლიტიკასთან შესაბამისობის შესახებ;
    - დააფიქსიროს პერსონალური პოზიცია თითოეულ შემოსულ საკრედიტო მემორანდუმზე წერილობითი ფორმით, როგორც ეს გათვალისწინებულია საკრედიტო რისკების მართვის პროცედურებით;

2. უზრუნველყოს საკრედიტო კომიტეტის ოქმის დროული, უშეცდომო და ზუსტი ფორმულირება და ხელმოწერა, ყველა სესხზე, რომელზეც კომიტეტის მიერ გამოტანილი იქნა დადებითი გადაწყვეტილება, მათ შორის შეასრულოს ისეთი მოვალეობები როგოროცაა:

    - ჩამოაყალიბოს კომიტეტის ოქმის წერილობითი ფორმით;
    - შეათანხმოს ოქმის ტექსტი დამტკიცების პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან (იურიდიული, მიკრო, საკრედიტო ადმინისტრირების და სხვა განყოფილებები);
    - უზრუნველყოს ოქმის ხელმოწერა შესაბამისი კომიტეტის წევრების მიერ და ხელმოწერილი ოქმი მიაწოდოს შესაბამის სტრუქტურებს, რომელნიც ჩართულნი არიან სესხის დოკუმენტირებისა და გაცემის პროცესში;
    - განახორციელოს სხვა სესხის ამ პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებები;

3. მიაწოდოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელობას პირადი ზედამხედველობის ქვეშ არსებული საკრედიტო პორტფელის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის შეასრულოს ისეთი მოვალეობები როგოროცაა:

    - ზედამხედველობა გაუწიოს მიკრო საკრედიტო მენეჯრების მიერ კლიენტების დროული და რეგულარული მონიტირონის წარმოებას, მონიტორინგის აქტების წარმდოგენას;
    - მოახდინოს სესხების დროული გადახდების მონიტორინგი;
    - განახორციელოს ვადაგადაცილებული სესხების მონიტორინგი, და ასეთ სესხებზე მოქმედებების კოორდინაცია საკრედიტო მენეჯერსა, იურიდიულ სამსახურსა და საკრედიტო კომიტეტს შორის;
    - განახორციელოს უშუალო ხემლძღვანელობის დავალებით, პორტფელის მდგომარეობის ამსახველი სხვადასხვა ტიპის რეპორტების კონსოლიდაცია;

4. შეასრულოს სხვა მოვალეობები, ბანკის საკრედიტო რისკების მართვის პოლიტიკის შესაბამისად და რისკების მართვის მიმართულების ხელმძღვანელობის დავალებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    - ბანკში ანალოგიურ პოზიციაზე (მიკრო დაკრედიტების რისკების უნდერრაიტერი) ან მიკრო და ექსპრეს მიკრო დაკრედიტების დეპარტამენტში ფრონტ ოფისში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სავალდებულოა;
    - უმაღლესი განათლება – სასურველია საბუღალტრო აღრიცხვისა და/ან ფინანსების მენეჯმენტის სპეციალობით;
    - საქართველოში არსებული საბანკო გარემოს, საგადასახადო სისტემის, ბიზნესის დაკრედიტების სტანდარტების კარგი ცოდნა.
    - კარგი ორგანზიაციული, ანალიტიკური და ინტერპერსონალური თვისებები, პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
    - შესაძლებლობა მართოს საკუთარი დრო სწორედ, შეასრულოს რამოდენიმე ამპოცანა პარალელურად და მოკლე ვადებში;
    - MS Word and MS Excel პროგრამების კარგი ცოდნა

როგორ მოგვმართოთ:

გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV  და მოტივაციის წერილი (სასურველია თვენთვის მისაღები ხელფასის მითითებით) ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ვებ მისამართზე: Career@libertybank.ge
ბანკი დაუკვაშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია
საბუთებსი წარმოდგენსი ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი, 2011.
მნიშვნელოვანი: გთხოვთ განაცხადის წარმოდგენილას „subject line“–ში მიუთითოთ პოზიცია რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი;

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige