ლიბერთი ბანკი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ შანსი გაიზარდონ და განავითარონ საკუთარი პროფესიონალური უნარები და ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- ლიბერთი ბანკის არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა
- როგორც ლიბერთი ბანკის ფილიალებში, ასევე ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ხალხმრავალ წერტილებში საბანკო პროდუქტებზე ინფორმაციის გავრცელება/განაცხადის ფორმების შევსება.
- სხვადასხვა ორგანიზაციებში საბანკო პროდუქტების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება.
- ყოველთვიური ინდივიდუალური და გუნდური გეგმების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია - საბანკო საქმე, მენეჯმენტი, ფინანსები)
- კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები; პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
- კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარ-ჩვევები;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დარწმუნების უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- სისხარტე;
- პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
- აზროვნების სისწრაფე;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო განრიგი.
- ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს დამატებული გამომუშავებული ბონუსები.
როგორ მოგვმართოთ:
გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV (სასურველია თქვენთვის მისაღები ხელფასის მითითებით) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
ბანკი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.