კომპანია "LTB" აცხადებს კონკურსს მაღაზიის მენეჯერის სრულგანაკვეთიანი პოზიციის დასაკავებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება, ეკონომიკური განხრით;
-სავაჭრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება, აქედან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთი წლის სტაჟი
-საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
-სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
-მომხმარებელთან ურთიერთობის სტანდარტების ცოდნა
-ნოვატორულობა და კრეატიულობა
-პრეზენტაბელურობა
-კომუნიკაბელურობა
-მოლაპარაკების წარმოების უნარი
-გუნდური მუშაობის უნარი
-სტრესული სიტუაციების ამტანობის უნარი.
მოვალეობა-ვალდებულებები:
-მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა
-დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
-გაყიდვების ეფექტური სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა
-კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა
-ინვენტარიზაციის ჩატარება
-მომსახურების სტანდარტების ეფექტურობის უზრუნველყოფა და კონტროლი
-ანგარიშგების წარდგენა უშუალო უფროსისთვის, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით
-კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 15 მარტისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.